GE

აბიტურიენტებისთვის ჰოლანდიაში სწავლა უფრო ხელმისაწვდომი ხდება

ფოტო –
ამერიკულ–ქართული განათლების ცენტრის და საერთაშორისო აკადემია ლოგოსის წარმომადგენლები Amsterdam University College-ში

ნიდერლანდებში სწავლის გაგრძელების მსურველი ქართველი სტუდენტები აღარ დაკარგავენ სწავლების ერთ წელს და დამატებით ხარჯებს აღარ გაწევენ. ამ პრობლემის მოგვარებაზე ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრმა იზრუნა. ცენტრის წარმომდგენლები ეწვივნენ ჰოლანდიის 11 წამყვან კვლევით უნივერსიტეტსა და კოლეჯს და მათთან ერთად დასახეს ის გზები, რომლის საშუალებით ქართველი სტუდენტები ჰოლანდიაში სწავლას უპრობლემოდ შეძლებენ.

რატომ აქვთ ქართველს მოსწავლეებს ატესტატის აღიარების პრობლემა, რა ღონისძიებებს ატარებს ამის აღმოსაფხვრელად ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი და რომელ უნივერსიტეტებთან და კოლეჯებთან სწავლას სთავაზობს ქართველ მოსწავლეებს, – ამის შესახებ ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრის გენერალური დირექტორი გივი გუნცაძე EDU.ARIS.GE-ს ესაუბრება.

ჰოლანდიაში კვლევით უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელების ქართველ მსურველებს ატესტატის აღიარების პრობლემა აქვთ. იქნებ გვითხრათ, კონკრეტულად რაში მდგომარეობს ის?

გენერალური დირექტორი - გივი გუნცაძე, College Counseling-ის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და საერთაშორისო აკადემია ლოგოსის დირექტორი გიორგი ჩავლეიშვილი

გენერალური დირექტორი – გივი გუნცაძე, College Counseling-ის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და საერთაშორისო აკადემია ლოგოსის დირექტორი გიორგი ჩავლეიშვილი

–ჰოლანდიის უნივერსიტეტები მისდევენ NUFFIC-ის რეკომენდაციას, რომლის მიხედვითაც ქართული ატესტატი არ უთანაბრდება ჰოლანდიის WVO ატესტატს. აღნიშნული ატესტატი საჭიროა კვლევით უნივერსიტეტში მოსახვედრად. შესაბამისად, პრობლემა არ ვრცელდება პროფესიულ უნივერსიტეტებზე.

NUFFIC წარმოადგენს ნიდერლანდების არაკომერციულ ორგანიზაციას, რომლის მიზანიც უმაღლესი განათლების ხელშეწყობა და ნიდერლანდების უნივერსიტეტებში უცხოელი სტუდენტების მოზიდვაა. თუმცა საქართველოსთვის მისი რეკომენდაციები  შემაფერხებელი აღმოჩნდა. NUFFIC, ჰოლანდიის უნივერსიტეტებისთვის, გასცემს რეკომენდაციებს სხვადასხვა საგანმანათლებლო სისტემების შესახებ. ამ რეკომენდაციების მიხედვით, რამდენიმე ქვეყნის ატესტატი არ უთანაბრდება ჰოლანდიურს. ასეთ ქვეყნებს შორისაა საქართველო და აშშ-ც. როგორც აღვნიშნეთ, ჰოლანდიური უნივერსიტეტების უმრავლესობა მისდევს NUFFIC-ის რეკომენდაციებს და არ განიხილავს ქართული სასკოლო ატესტატის მქონდე მოსწავლის აპლიკაციას კვლევით უნივერსიტეტში მისაღებად.

ქართველი სტუდენტებისთვის ჰოლანდიის კვლევითი უნივერსიტეტის კარი მხოლოდ იმ შემთხვევაში იღებოდა, თუ პირველ კურსს საქართველოში დახურავდნენ,  შემდეგ ჰოლანდიაში მაინც პირველ კურსიდან დაიწყებდნენ სწავლას. ალტერნატიულ ვარიანტს კი ჰოლანდიაში 1-წლიანი მოსამზადებელი კურსის გავლა წარმოადგენდა, თუმცა ამ შემთხვევაში არანაირი გარანტია, ან უპირატესობა ქართველ სტუდენტებს არ ენიჭებოდათ. მოკლედ რომ ვთქვათ,  ორივე შემთხვევაში მოსწავლეს უწევდა 1 წლის დაკარგვა და დამატებითი დანახაჯრების გაწევა.

საწყის ეტაპზე, ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი დაუკავშირდა ორგანიზაცია NUFFIC-ს, სადაც მათ განუმარტეს, რომ ისინი არ ბლოკავდნენ  ქართველი მოსწავლეებს.  ისინი  მხოლოდ გასცემენ რეკომენდაციებს. უნივერსიტეტი კი თავად წყვეტს, მიჰყვეს ამ რეკომენდაციას თუ არა.

რა ღონისძიებები გაატარა პრობლემის მოსაგვარებლად თქვენმა ცენტრმა?

–რადგან ორგანიზაცია NUFFIC-მა მოგვცა ასეთი განმარტება, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება თავად უნივერსიტეტებთან შეხვედრის გზით გვეცადა პრობლემის მოგვარება. ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრისა და საერთაშორისო აკადემია ლოგოსის წარმომდგენლები ვეწვიეთ  ჰოლანდიის 11 წამყვან კვლევით უნივერსიტეტსა და უნივერსიტეტ-კოლეჯს:

1 – Amsterdam University College – http://www.auc.nl/
2 – Free University (VU) – http://www.vu.nl/en/
3 – Leiden University – https://www.universiteitleiden.nl/
4 – Leiden University College – https://goo.gl/UTzsqG
5 – Erasmus University Rotterdam – https://www.eur.nl/
6 – Erasmus University College – https://www.eur.nl/euc/
7 – Maastricht University College – https://goo.gl/w5qD41 
8 – Tilburg University – https://www.tilburguniversity.edu/
9 – University College Tilburg https://goo.gl/qhzxdq
10 – University College Groningen –  http://www.rug.nl/ucg/
11 –University College Utrecht – https://goo.gl/DrR1Ka

უნდა აღვნიშნოთ, რომ უნივერსიტეტები მზად არიან ითანამშრომლონ აღნიშნული ბარიერების აღმოსაფხვრელად.

ძალიან საინტერესო იყო ლაიდენის უნივერსიტეტ-კოლეჯში ელიზაბეთ ზულერთან შეხვედრა. იგი  Jacobs University-სა და Webster University-ში მუშაობისას შეხვედრია ქართველ სტუდენტებს, რომლებიც სწორედ ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრისა და საერთაშორისო აკადემია ლოგოსის დახმარებით სწავლობდნენ ევროპაში. იგი ძალიან კეთილგანწყობილი იყო  როგორც ცენტრის, ასევე ქართველი სტუდენტების მიმართ და  დაგვეხმარა როგორც გამოსავლის პოვნაში, ასევე  ერთგვარად რეკომენდაციაც გაგვიწია სხვა უნივერსიტეტებთან.

პრობლემის მოგვარების რა გზებს მიაგენით?

Tilburg University -ში–ამ ეტაპზე განვიხილეთ 3 ასეთი გზა. ძირითადად  დამატებითი 1 წლის მაგიერ, დამატებითი გამოცდის ჩაბარებით მოგვარებას ვცდილობთ:

პირველ ასეთ ვარიანტად განიხილება – ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება საქართველოში. ასეთ შემთხვევაში ნიდერლანდების უნივერსიტეტი საბოლოოდ გადაწყვეტილებას ქართველი მოსწავლის შესახებ მიიღებს მას შემდეგ, რაც მოსწავლე ჩააბარებს ერთიან ეროვნულ გამოცდებს და გადალახავს წინასწარ განსაზღვრულ ბარიერს.

მეორე შესაძლო ვარიანტად შეგვიძლია განვიხილოთ SAT-ის გამოცდის ჩაბარება. აქაც ეროვნული გამოცდის მსგავსად, მოსწავლემ უნდა გადალახოს წინასწარ განსაზღვრული მინიმალური ქულა. თუმცა SAT-ის შემთხვევაში უნდა გვახსოვდეს, რაც უფრო მაღალია ქულა, მით მეტია სასწავლებელში მოხვედრის  შანსი.

მესამე მეთოდი არის სკოლის ატესტატთან ერთად საატესტატო ნიშნების ფურცელის გამოთხოვა და გაგზავნა. საქართველოში ყველა მოსწავლე იღებს ერთნაირ ატესტატს. შესაბამისად, ატესტატი არ იძლევა ინფორმაციას მოსწავლის აკადემიური ცოდნის შესახებ. ამიტომ ჩვენ შევთავაზეთ, ატესტატთან ერთად გამოითხოვონ საატესტატო ნიშნების ფურცელი და დაურთონ საბუთებს.  ეს იქნება  მოსწავლის მაღალი კვალიფიკაციის დამადასტურებელი.

როგორც აღნიშნეთ, ერთ-ერთი მეთოდი, რომელიც ქართველ მოსწავლეებს 1 წლის დაკარგვას თავიდან აარიდებს, არის SAT-ის გამოცდის ჩაბარება. რას წარმოადგენს SAT და სად შეიძლება ქართველი მოსწავლეები მოემზადონ ამ გამოცდისთვის?

–SAT არის სტანდარტული გამოცდა ამერიკულ უნივერსიტეტებში მისაღებად, თუმცა SAT-გამოცდას ევროპული უნივერსიტეტების ნაწილიც მოითხოვს.  უხეშად რომ შევადაროთ, SAT უნარების ტესტს ჰგავს, რომელიც განსაზღვრავს სტუდენტის ლოგიკური აზროვნების ზოგად დონეს.

Tilburg University-შიSAT მოსამზადებელი კურსები ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრ LEAF-შიც გვაქვს, რომელსაც უცხოელი სპეციალისტი უძღვება.

უკვე შესაძლებელია ჰოლანდიის კვლევით უნივერსიტეტებში გააგზავნონ საბუთები ქართველმა აბიტურიენტებმა?

–დიახ, ჩვენი მომსახურების ფარგლებში, მსურველებს შეუძლიათ ჰოლანდიური უნივერსიტეტებში (კვლევითი, თუ პროფესიული) ჩაბარებისათვის მომზადების დაწყება.

ჩვენს მომხმარებლებს ასევე ვაძლევთ საშუალებას, უნივერსიტეტის სააპლიკაციო ღირებულების დაფარვამდე, შეამოწმონ, განიხილავს კონკრეტული ფაკულტეტი მათ აპლიკაციას, თუ არა. უარის შემთხვევაში, სტუდენტი არ გაგზავნის აპლიკაციას და თავიდან აიცილებს სააპლიკაციო ხარჯს. ხოლო, თუ აპლიკანტის მონაცემები მისაღებია, აპლიკაცია გაიგზავნება სხვა საჭირო დოკუმენტებთან ერთად განსახილველად.

გვსურს, ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ჩვენ საუბარი გვაქვს საქართველოს მოქალაქე აპლიკანტები განიხილონ სხვა ევროპელ აპლიკანტებთან ერთად თანაბარ პირობებში და არა უპირატესობით.

ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი რომელ უნივერსიტეტებთან და კოლეჯებთან სწავლას სთავაზობს ქართველ მოსწავლეებს?

–ჩვენი ცენტრის უპირატესობაა სწორედ ის, რომ მომხმარებლებს არ ვზღუდავთ არჩევანში. ჩვენ მათ ვთავაზობთ მსოფლიოს ნებისმიერ ინგლისურენოვან უნივერსიტეტს. თუმცა, ამავდროულად, ვთანამშრომლობთ ევროპისა და ამერიკის 50-მდე უნივერსიტეტთან.

ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრისა და საერთაშორისო აკადემია ლოგოსის დახმარებით ქართველი სტუდენტები სწავლობენ ისეთ უნივერსიტეტებში, როგორიცაა:

ქართულ-ამერიკული განათლების ცენტრის და საერთაშორისო აკადემია ლოგოსის წარმომადგენლები Amsterdam University College-ში

ქართულ-ამერიკული განათლების ცენტრის და საერთაშორისო აკადემია ლოგოსის წარმომადგენლები Amsterdam University College-ში

ევროპა: Oxford University (UK), Jacobs University in Bremen (Germany), Franklin College (Switzerland), St. Louis University (Madrid, Spain), American University in Bulgaria), American University in Paris (France), American University in Rome (Italy).

აშშ: MIT – Massachusetts Institute of Technology, Yale University, Brandeis University, Colby College, Colgate University, Hamilton College, Kalamazoo College, Kings College NYC, Lynn University, Manhattanville College, Skidmore College, University of Chicago-Illinois (UIC), West Virginia University.

რა უნდა გააკეთონ ჰოლანდიაში სწავლის გაგრძელების მსურველებმა? როგორ უნდა მოგმართონ თქვენ?

–ჰოლანდიაში სწავლის გაგრძელების მსურველებმა უნდა მომართონ  ჩვენს ცენტრს და გაესაუბრონ ქოლეჯ ქონსლერს.

ქოლეჯ ქონსლერი დაეხმარება მათ სასურველი სასწავლებლის და პროგრამის შერჩევაში. შემდეგ კი შერჩეული უნივერსიტეტის მოთხოვნების შესაბამისი საბუთების მოგროვებაში, ესსეების დაწერაში, აპლიკაციების შევსებაში და ა.შ.

ხშირად ხდება ისე, რომ აბიტურიენტს უნდა სწავლის საზღვარგარეთ გაგრძელება, თუმცა არ იცის კონკრეტულად სად, რომელ ქვეყანაში, რომელ უნივერსიტეტში და რა პროგრამაზე გააგრძელოს სწავლა. ასეთ შემთხვევაში, ქოლეჯ ქონსლერი დაეხმარება მას პროგრამის შერჩევაში. ეს ხდება ინდივიდუალურად, აპლიკანტის მონაცემების მიხედვით. საბუთები იგზავნება ერთდროულად რამდენიმე უნივერსიტეტში, შესაბამისად იმის რისკი, რომ მოსწავლემ ვერ ჩააბაროს, მინიმუმამდეა დაყვანილი. პირიქით, ხშირად გვქონია შემთხვევები, რომ მოსწავლე ერთდროუალდ მოხვედრილა  5, 7 ან თუნდაც 10 სასწავლებელში. რეკორდული მაჩვენებელი გვაქვს, ერთდროულად 18 უნივერსიტეტში მოხვედრა. შემდეგ უკვე სტუდენტი ირჩევს, სად ურჩევნია სწავლის გაგრძელება.

ეს საკითხი კიდევ უფრო გამარტივებულია ახლა, როდესაც ცენტრს ჰყავს 50-მდე პარტნიორი, ხოლო  პარტნიორი უნივერსიტეტების შერჩევის შემთხვევაში, ცენტრის მომსახურება სრულიად უფასოა.

ინფორმაცია გამოცდების შესახებ

(R)

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური