GE

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის დასკვნით სესიაზე არც ერთ აბიტურიენტს არ დაუგვიანია

ერთიანი ეროვნული გამოცდების მეორე საგამოცდო დღეს, ქართული ენისა და ლიტერატურის მეორე სესიის გამოცდაზე საქართვალოს მასშტაბით დაგვიანების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

ამის შესახებ Aris.ge -განათლებას შეფასების და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განუცხადეს:

„ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის მეორე სესიაზე 9262 აბიტურიენტი უნდა გამოცხადებულიყო. აქედან 270 გამოცდაზე არ მივიდა. ამ სესიაზე დაგვიანების არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა“, – აღნიშნეს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

შეგახსენებთ, რომ ქართული ენის და ლიტერატურის გამოცდის მეორე დღეს სულ 20 ათასამდე აბიტურიენტი იყო დარეგისტრირებული. შაბათი და კვირა აბიტურიენტებისთვის დასვენების დღე იქნება, 6 ივლისს კი საგამოცდო პროცესი ზოგადი უნარების გამოცდით განახლდება.

ეროვნული გამოცდების მეორე დღეს დაგვიანებისა და არგამოცხადების ფაქტები ისევ დაფიქსირდა

ცისანა არის© შერგილაშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური