GE

ქუთაისის უნივერსიტეტი სასწავლო პროგრამებზე ფასდაკლების აქციას აცხადებს

ქუთაისის უნივერსიტეტი გთავაზობთ ფასდაკლების ვაუჩერებს საბაკალავრო პროგრამებზე სასწავლებლად. 

აქციაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ფასდაკლების ვაუჩერი, რომლის მიღებასაც შეძლებთ ქუთაისის უნივერსიტეტში 17 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით.

როგორც უნივერსიტეტის ოფიციალურ გვერდზეა აღნიშნული, აქციის მონაწილეები სწავლას საბაკალავრო პროგრამებზე 1650 ლარად შეძლებენ.

როგორ უნივერსიტეტის ოფიციალურ გვერდზე აღნიშნული, ქუთაისის უნივერსიტეტი დედაქალაქის გარეთ ერთადერთი კერძო ავტორიზებული და აკრედიტებული უნივერსიტეტია მთელ საქართველოში!

ქუთაისის უნივერსიტეტში შეგიძლიათ ისწავლოთ მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადი პროგრამები:

  • ეკონომიკა 019–01–01
  • ტურიზმის მენეჯმენტი 019–01–02
  • ბიზნესის ადმინისტრირება 019–01–03

,,აირჩიე ქუთაისის უნივერსიტეტი და მიიღე მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში აღიარებული უმაღლესი განათლება ხელმისაწვდომ ფასად!

  • პირველი ადგილი ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტებში მონაწილეობით საქართველოს კერძო უნივერსიტეტებს შორის;
  • დასაქმებულთა ერთ-ერთი ყველაზე მაღალი – 54%-იანი მაჩვენებელი საქართველოში – ყოველი მეორე კურსდამთავრებული დასაქმებულია;
  • პრაქტიკა და სტაჟირება საქართველოს წამყვან ბანკებში, სადაზღვევო კომპანიებში, არასამთავრობო ორგანიზაციებში, სახელმწიფო სტრუქტურებში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში;
  • სხვადასხვა კატეგორიის სტიპენდიები წარჩინებული და გამორჩეული სტუდენტებისათვის;
  • კომფორტული, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სასწავლო გარემო,” – აღნიშნულია ქუთაისის უნივერსიტეტის ოფიციალურ გვერდზე.

უნივერსიტეტის ინფორმაციით, უნივერსიტეტის ყველა პროგრამა აკრედიტებულია და ფინანსდება სახელმწიფო გრანტით. ასევე დასაქმებულ სტუდენტებს, სპორტსმენებს და ხელოვანებს ექნება  ინდივიდუალური გრაფიკი და ხელშეწყობა.

,,გექნება საოცრად აქტიური და შინაარსიანი სტუდენტური ცხოვრება; საერთაშორისო გაცვლითი პროგრამების დიდი არჩევანი საშუალებას მოგცემს ისწავლო ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტში, 

მიიღე მაქსიმალური შედეგი მინიმალურ ფასად!” ნათქვამია განცხადებაში.

უნივერსიტეტის ცნობით, ადგილები შეზღუდულია.

მათივე ინფორმაციით, ვაუჩერის მისაღებად თან უნდა იქონიოთი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

ვაუჩერის გაცემა მოხდება შემდეგ მისამართზე:

ქ. ქუთაისი წერეთლის ქუჩა #13, ქუთაისის უნივერსიტეტი, I სართული, ტელ: 514 704 407

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური