GE

ქუთაისის უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებზე ჩარიცხულ აბიტურიენტებს შორის სასწავლო გრანტი გათამაშდება

ქუთაისის უნივერსიტეტის აკრედიტებულ საბაკალავრო პროგრამებზე  ქუთაისის უნივერსიტეტში ჩარიცხულ აბიტურიენტებს შორის სასწავლო გრანტი გათამაშდება.

უნივერსიტეტის განმარტებით, მათგან I, II, III შედეგის მქონე პირები შესაბამისად მიიღებენ ერთ 100 %-იან და ორ 50 %-იან დაფინანსებას. თუ გამარჯვებულები პარალელურად მოიპოვებენ სახელმწიფო გრანტს, უნივერსიტეტის მიერ დაწესებული გრანტი შეუნარჩუნდებათ სტიპენდიის სახით.

ტესტირებაში მონაწილეობაზე რეგისტრაცია გაიარა 600-მდე აბიტურიენტმა – დასავლეთ საქართველოსა და ქუთაისის კერძო და საჯარო სკოლებიდან. ტესტირება ერთიანი ეროვნული გამოცდების იდენტურად მიმდინარეობდა. დამკვირვებლებად აუდიტორიებში უნივერსიტეტის თანამშრომლებთან ერთად ქუთაისის უნივერსიტეტის აქტიური და მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებიც იმყოფებოდნენ.

კონკურსის შედეგები ცნობილი გახდება და გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებ.გვერდზე ერთიანი ეროვნული გამოცდების რეგისტრაციის დასრულებისთანავე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური