GE

ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებმა დასაქმების ფორუმში მიიღეს მონაწილეობა

ქუთაისის უნივერსიტეტმა წელს უკვე მეექვსედ მიიღო მონაწილეობა დასაქმების ფორუმში. ამ პროექტის დახმარებით უკვე დასაქმებულია უნივერსიტეტის არაერთი კურსდამთავრებული როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორში.

25 მაისს ბათუმში სასტუმრო ,,ჰილტონ ბათუმ“- ში ჩატარდა ,,დასაქმების ფორუმი – 2016’’. ქუთაისის უნივერსიტეტის მეოთხე კურსის მაღალი რეიტინგისა და გამორჩეული აქტივობის სტუდენტებმა რექტორატის ინიციატივითა და მხარდაჭერით მონაწილეობა მიიღეს აღნიშნულ ფორუმში.

ფორუმზე წარმოდგენილი იყო საქართველოში მოქმედი დიდი და საშუალო კომპანიები (საბანკო, სადაზღვევო და სამედიცინო სფეროდან), რომელთა წარმომადგენლები სტუდენტებს პირისპირ გაესაუბრნენ, აპლიკანტებს საშუალება მისცეს წარმოედგინათ საკუთარი თავი. სტუდენტებმა სურვილისამებრ დატოვეს შევსებული სააპლიკაციო ფორმები.

ქუთაისის უნივერსიტეტი ფორუმის მონაწილეებს დასაქმების რეალური შანსის გამოყენებას და წარმატებებს უსურვებ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური