GE

ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტური კვლევისა და განვითარების ცენტრის კვლევის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა

ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებმა საკონფერენციო დარბაზში ,,ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტური კვლევისა და განვითარების ცენტრის’’ კვლევის შედეგების პრეზენტაცია  მოაწყვეს თემაზე: ,,საბანკო სისტემის მომსახურების თანამედროვე ტენდენციები“.

ცენტრის აქტიურმა წევრებმა დამსწრე საზოგადოებას წარმოუდგინეს აღნიშნული მიმართულებით ჩატარებული კვლევისა და გამოკითხვის შედეგები.

უნივერსიტეტის ცნობით, პრეზენტაციას დაესწრნენ ქუთაისის უნივერსიტეტის პროფესორ – მასწავლებლები და სტუდენტები, ადგილობრივი თვითმმართველობისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. აუდიტორიის მხრიდან გაიჟღერა  ბევრმა საინტერესო შეკითხვამ და მოსაზრებამ. იყო  რეკომენდაციები, შენიშვნებიც, რომლებიც სასურველია მომავალში გაითვალისწინონ ახალგაზრდებმა მორიგი გამოკითხვისა და შედეგების შეჯამებისას.

როგორც უნივერსიტეტის ოფიციალურ გვერდზეა აღნიშნული, ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებმა სულ რამდენიმე თვეა რაც ჩამოაყალიბეს ,,ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტური კვლევისა და განვითარების ცენტრი’’. მიუხედავად მცირე პერიოდისა მათ უკვე საკმაოდ დიდი სამუშაოს შესრულება შეძლეს: ახალგაზრდები მოსახლეობის სხვადასხვა სოციალურ ფენებში- ბანკებში, ბაზრობებზე,  სასწავლო დაწესებულებებში აწარმოებენ გამოკითხვებს სხვადასხვა  მიმართულებითა და აქტუალური თემების გათვალისწინებით. შემდგომ ამისა კი აჯამებენ და აანალიზებენ მიღებული კვლევის შედეგებს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური