GE

ქუთაისის უნივერსიტეტში მან-სან-კან-ის მეოთხედფინალი გაიმართა

29 ნოემბერს ქუთაისის უნივერსიტეტში მან-სან-კან-ის მეოთხედფინალი გაიმართა. მასში მონაწილეობა ექვსმა გუნდმა მიიღო: ,,ტვიქსი“, ,,ოპ, ოპ, ჰეროინა“, ,,არნახულები“, ,,პარტიზანები“, ,,შემოდგომის ყვავილები“ და მთლიანად გოგონებისაგან დაკომპლექტებული გუნდი – ,,ავანტიურისტები“.

აღსანიშნავია სტუდენტების მონდომება, ენთუზიაზმი და გამარჯვების სურვილი, რომელიც მათ მიერ წარმოდგენილ ნომრებში ჩანდა. რაც შეეხება უშუალოდ კითხვა-პასუხის კონკურსს, აქ თავისი სიძლიერე, სისხარტე და უპირატესობა კიდევ ერთხელ წარმოაჩინეს ,,ოპ, ოპ, ჰეროინას“ გამოცდილმა მოთამაშეებმა.

მან-სან-კან-ის თამაშებს ყოველთვის ბევრი გულშემატკივარი ყავს. ჟიურის კომპეტენტური წევრები მონაწილეების გამამხნევებას ცდილობდა.

უნივერსიტეტის წარმომადგენლების თქმით, მთლიანობაში, მეოთხედფინალი საინტერესო და სახალისო გამოვიდა. ექვსი გუნდიდან უკვე ერთი გუნდი გამოეთიშა ჩემპიონატს.

სტუდენტები ნახევარფინალისა და ფინალისთვის ემზადებიან. უნივერსიტეტი მათ წარმატებებს უსურვებს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური