GE

ქუთაისის უნივერსიტეტში მე-9 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა

2016 წლის 22-23 ოქტომბერს ქუთაისში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ქუთაისის უნივერსიტეტში გაიმართა მე-9 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ქრისტიანობა და ეკონომიკა“. აღნიშნული თემატიკის კონფერენციები ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივით 2005 წლიდან ტარდება.

კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო 37 მოხსენება, მათ შორის უკრაინიდან და ბელორუსიდან. გამოიცა და მონაწილეებს დაურიგდათ კონფერენციის კრებული. პლენარული სხდომა გაიმართა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხოლო ერთმა სექციამ იმუშავა ქუთაისის უნივერსიტეტში.

უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა გამოთქვეს აზრი, რომ ერთობლივი სამეცნიერო კონფერენციის ჩატარება კიდევ უფრო გააღრმავებს სამეცნიერო თანამშრომლობას მონაწილე უნივერსიტეტებს შორის.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური