GE

ქუთაისის უნივერსიტეტში წარმატებით დასრულდა ტრენინგ–სემინარი ადამიანური რესურსების მართვაში

ევროკავშირის „Tempus“ პროგრამის „PEOPLE“ -ის პროექტის ფარგლებში ამა წლის 22 ივლისიდან 24 ივლისის ჩათვლით ქუთაისის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა სამდღიანი ტრეინინგ-სემინარი შემდეგ თემებზე:

  1. ადამიანური რესურსების მართვა (ზოგადი პრინციპები)
  2. პერსონალის შერჩევა
  3. ახალი თანამშრომლის სამუშაო გარემოში ინტეგრაცია
  4. შესრულებული სამუშაოს შეფასების მეთოდები
  5. პერსონალის მოტივაცია & განვითარება
  6. კომუნიკაცია და გუნდის მართვა
  7. კონფლიქტები
  8. დროის მენეჯმენტი
  9. ორგანიზაციული სტრუქტურა და ცვლილებების მენეჯმენტი
  10. სტრატეგიული დაგეგმვის პროცესი

ტრეინინგ-სემინარის ორგანიზატორები იყვნენ აღნიშნული პროექტის პარტნიორი ორგანიზაციები – ქუთაისის უნივერსიტეტი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. გარდა ორგანიზატორი უნივერსიტეტების თანამშრომლებისა ტრეინინგ-სემინარს ესწრებოდნენ აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ადგილობრივი საჯარო დაწესებულებების – ა(ა)იპ–ების წარმომადგენლები.

ტრეინინგი საკმაოდ ინტერაქტიულად წარიმართა, დაისვა ბევრი შეკითხვა და გაჩაღდა საინტერესო დებატებიც. კმაყოფილმა აუდიტორიამ ფეხზე ადგომით და ტაშით დააჯილდოვა ორგანიზატორი უნივერსიტეტის ტრენერები, რომლებმაც  ევროკავშირის აღნიშნული პროექტის პირველ ეტაპზე თავად გაიარეს ადამიანური რესურსების მართვისა და სტრატეგიული დაგეგმარების კურსი ლისაბონისა და ბარსელონის პარტნიორ უნივერსიტიტებში.

დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური