GE

ქვინსის ბიბლიოთეკაში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ქართული წიგნის კუთხე გაიხსნება

26 მაისს, 16:00 საათზე, ქალაქ ნიუ-იორკში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ქვინსის ბიბლიოთეკაში საზეიმოდ გაიხსნება ქართული წიგნის კუთხე, წიგნის პრეზენტაციის, ცეკვების, სიმღერებისა და ქართული კერძების თანხლებით.

საინფორმაციო მხარდაჭერას უზრუნველყოფს ”ამერიკის ხმა”

ეროვნული ბიბლიოთეკის ცნობით ყველა ჯგუფი ანაზღაურების გარეშე მონაწილეობს და მათ უდიდეს მადლობას უხდის. 

,,დიდი მადლობა ქვინსის ბიბლიოთეკას,ბატონ ფრედ გიტნერს, დირექტორის მოადგილეს ახალი ამერიკელების პროგრამისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განხრით, მთელ სამუშაო ჯგუფს, რომელთან ყოველდღიური მუშაობისას არც მიგრძვნია, რომ ოკეანის გაღმა ვიყავით, სადაც დროის სხვა ათვლა არის,” – აღნიშნულია ეროვნული ბიბლიოთეკის ოფიციალურ გვერდზე.

დასწრება თავისუფალია.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური