GE

რა გაკეთდა 2015 წელს და რას გეგმავს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 2016 წელს – თამარ სანიკიძის ანგარიში

რა გაკეთდა განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით 2015 წელს და რას გეგმავს 2016 წელს სამინისტრო. თამარ სანიკიძე დღეს მისი უწყების ბიუჯეტზე, განათლებისა და მეცნიერების განვითარებისთვის განხორციელებულ პროექტებზე და სამომავლო  გეგმებზე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ესაუბრა. მინისტრმა ისაუბრა როგორც ზოგად, ასევე პროფესიულ და უმაღლეს განათლებაში გადადგმულ პოზიტიურ ნაბიჯებზე. პრეზენტაციის ცალკე თავი დაეთმო მეცნიერებას.

სამწლიანი მუშაობის შემაჯამებელი პრეზენტაციის დასრულების შემდეგ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა Aris.ge-განათლებისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

-ვისაუბრე იმაზე, თუ რა შედეგებზე გავედით ზოგადი განათლების ნაწილში, ასევე პროფესიული, უმაღლესი განათლების ნაწილში. ხაზი გავუსვი იმ მიღწევას, რომელიც გვაქვს მეცნიერების ნაწილში ვისაუბრე იმ მნიშვნელოვან მომენტებზე, როგორიცაა რესურსებთან წვდომა, დასწრების მაჩვენებლის გაზრდა, განთესვის მაჩვენებლის შემცირება, ხელმისაწვდომი განათლება, გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურა, რომელმაც თავისთავად გაგვიუმჯობესა სასწავლო შედეგები. პროფესიული განათლების რეფორმა, რომელიც არა მხოლოდ საქართველოში იმსახურებს მოწონებას, არამედ ჩვენს პარტნიორ ქვეყნებში და ისინი მზად არიან, რომ ამ კუთხით ჩვენთან გააგრძელონ მუშაობა

– თქვენთვის, როგორც მინისტრისთვის განათლების სფეროში რა იყო 2015 წლის მთავარი მიღწევა?

– მოდით ასე ვთქვათ, მთელი მსოფლიო მუშაობს იმაზე, რომ განთესვის მაჩვენებელი, მითუმეტეს სკოლიდან იყოს რაც შეიძლება დაბალი, ხოლო ხელმისაწვდომობის მაჩვენებელი მაღალი.  ჩვენთვის მნიშვნელოვანია რომ სკოლაში მოსწავლის დასწრების მაჩვენებელი იყოს მაღალი. ახალმა პროგრამებმა მნიშვნელოვან შედეგზე გავიყვანა ამაზე იუნესკოში სიტყვით გამოსვლისას ვისაუბრე. ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი გვაქვს. 95% გაზრდილია დასწრების მაჩვენებელი და ძალიან იკლო სკოლიდან განთესვის მაჩვენებელმა. სასწავლო გარემოც გაუმჯობესდა და სასწავლო პროცესიც. საკუთარი დაკვირვებაც გვაძლევს ამის თქმის საშუალებას. მონიტორინგს ვუტარებთ სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესს. ვაკვირდებით რა შედეგებზე გადიან ბავშვები და და აღმავლობის ტენდენცია ნამდვილად შეინიშნება. ეს კი ნიშნავს იმას, რომ რაც გავაკეთეთ, სწორედ გავაკეთეთ. მნიშვნელოვანია, ეს ტენდენცია შევინარჩუნოთ.

– რა მიმართულება რჩება სამინისტროს სუსტ რგოლად?

– სუსტი რგოლი ისევ გვაქვს უნივერსიტეტებთან და ხარიხსთან დაკავშირებულ საკითხებში. თუმცა დადებითი ტენდენციები და ძვრები იქაც შეინიშნება.  სხვა თუ არაფერი, თუ კვალიფიკაცია კითხვის ნიშნის ქვეშაა მაშინ უცხოელი კოლეგები არ წამოვლენ შენთან თანამშრომლობაზე, პარტნიორობა კი მზარდია. მე თავად ვაკვირდები ამ პროცესს.  ხარიხსი ამაღლება  ჩვენი გამოწვევაა და რეუსრსიც გვაქვს აქეთკენ მიმართული.

– სამინისტროსთვის 2016 წლის მთავარი გამოწვევა რა არის ქალბატონო თამარ?

– 2016 წელს ძალიან სერიოზული სამუშაოებია ჩასატარებელი  უმაღლესი განათლების დონეზე ახალი სტანდარტი შევიმუშავეთ, უკვე ერთ კანონპროექტად შეიკვრება და სავარაუდოდ, 2016 წლის დასაწყისში დამტკიცდება, რაც ნიშნავს რომ ავტორიზაცია ექნებათ უნივერსიტეტებს გასავლელი ახალი სტანდარტით. გვაქვს განსაზღვრული ბიუჯეტი, რომელიც დაგვჭირდება უნივერსიტეტებისთვის რათა მათ შესაბამისობაში მოიყვანონ ტექნიკური ბაზა და პროგრამები, რათა შეძლონ ავტორიზაციის გავლა. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია პედაგოგთა ახალი სქემის მიმდინარეობის პროცესი.

– და ბოლოს, 2016 წელს განათლების სამინისტროს ბიუჯეტი იზრდება, რა მიმართულებით იქნება თანხები მიმართული?

– ბიუჯეტის დიდ ნაწილს რა თქმა უნდა წაიღებს მასწავლებელთა ხელფასები. უნდა დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ და დავპირდით ხელფასების მატებას პედაგოგებს. რა თქმა უნდა რესურსები იქნება მიმართული უშუალოდ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ახალი სქემის განხორციელებისთვის. ძალიან ბევრი ტრენინგია დაგეგმილი -ეს ზოგადი ტრენინგი არ არის, აქ ვგულისხმობ ფასილიტატორების გადამზადებას, შიდა და გარე დაკვირვების ჯგუფების მომზადებას. მნიშვნელოვანი წელი იქნება მეცნიერების განვითარების კუთხით. სამეცნიერო ინფრასტრუქტურასთან მიმართებაში არ გვინდა ტემპი დავაგდოთ. ისევე, როგორც სკოლების, ასევე სამეცნიერო ინფრასტრუქტურა მოშლილი იყო და გვინდა ახალი ლაბორატორიები შევქნათ და ახალი შენობები ავაშენოთ კვლევებისთვის. იმედი მაქვს, საბიუჯეტო სახსრები მოგვცემს საშუალებას ტემპი არ დავაგდოთ.

როგორ შეირჩევიან და შეფასდებიან სკოლის დირექტორები – ახალი კონცეფცია სამინისტროს წარედგინება

პასუხები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის კრიტიკოსებს – კახა ჟღენტი

მისაღები გამოცდები 2016 ნაწილობრივ ელექტრონულად ჩატარდება – დეტალები აპრობაციის შესახებ

ეკა არის© წივწივაძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური