GE

რა მიზნით დაწესდა საგაზაფხულო არდადეგები – მინისტრის განმარტება

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დღეს ღვაწლმოსილ პედაგოგებთან შეხვედრაზე ახსნა, თუ რატომ გახდა საგაზაფხულო, მარტის არდადეგების დაწესება აუცილებელი და როგორ აისახება ეს სასწავლო პროცესზე და მოსწავლეებზე.

“ძალიან კარგად აისახება ყველაზე. ჩვენ რაღაც მომენტში დაგვავწიყდა, რომ ბავშვები ჯანმრთელები თუ არ იქნებიან ფიზიკა და ქიმია არ უშველით. ანუ საათები არ შემცირდება. ეს ყველა საათი რაც დავაკელით დაკომპენსირდება სასწავლო საათებით. მარტში ჩვენს მოსწავლეებს და მათ მშობლებს უნდა ჰქონდეთ საშუალება დაისვენონ ზამთრის კურორტებზე და ნებისმიერ სხვა კურორტზე. დაისვენონ და ფაქტობრივად ჯანმრთელობას მიხედონ”,– განმარტა მინისტრმა.

მინისტრმა სკოლების მიერ დამოუკიდებლად დასვენების დღეების გამოცხადებაზეც ისაუბრა, როდესაც შუა კვირაში დასვენების დღეა გამოცხადებული და სკოლა შემდეგ დღეებსაც ამატებს.

”მე ვფიქრობ, ოჯახების რიტმი უნდა გავითვალისწინოთ, ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ ჯამურად არ დაზარალდეს განათლების პროცესი და ამას ვახერხებთ ძალიან კარგად. ხანდახან, წინასაახალწლო დღეებშიც იყო ეს პრობლემა, ვირუსების გამო და სხვა მიზეზების გამოც, როცა ოჯახები ირჩევენ, რომ არ გაუშვან სკოლაში თავისი შვილები. სკოლა უფრო საინტერესო უნდა იყოს. უფრო მოტივირებული და მობილიზებული იყოს ყველა, იმისთვის რომ მაქსიმალურად დაესწრონ გაკვეთილებს ბავშვები”, – აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

როგორც ცნობილია, საგაზაფხულო არდადეგები 8 მარტიდან 15 მარტამდე გასტანს.

2017 წლისთვის სკოლის არდადეგებისა და სასწავლო წლის დაწყების განრიგი განისაზღვრა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური