GE

რა სიახლეებით იყო გამორჩეული რიგით მეშვიდე „განათლების საერთაშორისო გამოფენა 2017“

„ექსპო-ჯორჯიაში“ მეორე დღეა საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენა მიმდინარეობს. აბიტურიენტებს და სტუდენტებს საშუალება აქვთ  საქართველოს და მსოფლიოს 100-მდე საგანმანათლებლო დაწესებულების შესახებ ინფორმაცია მიიღონ. მსგავსი ღონიძიება  უკვე მეშვიდეა, თუმცა წელს უცხოური წარმომადგენლობების სიმრავლე შეინიშნება. გამოფენაზე ასევე პირველადაა წარმოდგენილი საქართველოს პროფესიული სასწავლებლები..

16730584_1737478663249017_1374191760193020847_n

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი – ალექსანდრე ჯეჯელავა

განათლების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას განმარტებით, გამოფენას აქვს რამდენიმე მიზანი, მათ შორის ქართული უმაღლესი სასწავლებლების პოპულარიზაცია და უცხოელი სტუდენტების მოზიდვა, ასევე ქართველი აბიტურიენტებისთვის საზღვარგარეთ ცოდნის მიღების საშუალებების გაცნობა.

„გათვლა გვაქვს საზღვარგარეთ მცხოვრებ აბიტურიენტებზე, რომ დავაინტერესოთ ჩვენი სასწავლებლებით, რომ მეტი უცხოელი შემოვიდეს ქვეყანაში. ამასთან, ჩვენ ვფიქრობთ, რომ უცხოეთში სწავლის გაგრძელება  ჩვენი ახალგაზრდებისთვისაც არის ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომ განვითარდნენ.

“ბევრი ახალგაზრდა ამ გამოფენაზე ნახავს ძალიან ბევრ შემოთავაზებას, რაშიც მაქსიმალურად დავუჭერთ მხარს. ჩვენ, პირველ რიგში მივესალმებით ქართულ უმაღლეს სასწავლებლებს, რომლებიც ყოველწლიურად ზრდიან უმაღლესი განათლების ხარისხს და პარტნიორულ ურთიერთობებს ამყრებენ უცხოურ უნივერსიტეტებთან. ჩვენი მიზანია, მაღალი ხარისხის უმაღლესი განათლება იყოს ხელმისაწვდომი ახალგაზრდებისთვის და მათ  ქონდეთ  შესაძლებლობა სქართველოში მიიღონ პრესტიჟული და აღიარებული დიპლომი. განათლება ქვეყნის ხელისუფლებამ გამოაცხადა ნომერ პირველ პრიორიტეტად, აქედან გამომდინარე, ეს ღონისძიება უკვე ტრადიციად იქცა“,-ამბობს მინისტრი.

16809661_10210620032010651_1628513152_n„ექსპო-ჯორჯიას“ გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, თეონა თავაძის განმარტებით, უმაღლეს სასწავლებლებთან ერთად გამოფენაზე სხავდასხვა ქვეყნების საელჩოების პროგრამებია წარმოდგენილი, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მსურველებს, ფართო არჩევანს სთავაზობს.

„გამოფენაზე წარმოდგენილია 100-მდე უნივერსიტეტი, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშირისო სასწვლებლები. გარდა მისა, აქ დამთვალიერებელი შეხვდება საგანმანათლებლო სააგენტოებს, საელჩოებს და ფონდებს, რომლებიც სხვადასხვა პროგრამებს სთავაზობენ სტუდენტებს და აბიტურიენტებს.

წელს  წარმოდგენილია 16-ზე მეტი ქვეყნის  სასწავლებელი ძირთადად  ევროპის და აღმოსავლეთ ევროპის უნივესიტეტები ლიდერობენ. მაგალითად, ლიტვის სტენდზე 7-8 უნივერსიტეტია წამოდგენილი, პოლონეთის სტენდზე – 15 უნივერსიტეტი. ასევე საინტერესოა, რომ მაგალითად ამერიკის საელჩოს გამოტანილი აქვს 13-ზე მეტი პროგრამა ამერიკაში სწავლის შესაძლებლობებზე და ძირითადად ყველა არის უფასო“,-განაცხადა თეონა თავაძემ EDU.ARIS.GE-სთან საუბარში.

გამოფენის გახსნის პირველივე დღეს, დაინტერესებული პირების სიმრავლე, თითქმის ყველა სტენდთან შეიმჩნეოდა, აბიტურიენტი  ნინო შიხაშვილი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ (კსუ) პროგრამებით დაინტერესდა. მას განუმარტეს, რომ უნივერსიტეტი ახორციელებს საბაკალავრო, ერთსაფეხურიან, სამაგისტრო და და სადოქტორო პროგრამებს ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე. საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ღირებულება წელიწადში 2250-იდან 2500 ლარამდე ფარგლებშია. უნივერსიტეტი ეროვნულ ღირებულებებზე დაფუძნებული და მუდმივ განახლებაზე ორიენტირებული უმაღლესი სასწავლებელია.

16711548_1412952905441342_792330742733658122_n„ძალიან საინტერესოა ინფორმაციის მიღება უშუალოდ სასწავლებლების წარმომადგენლებისგან. ყველაფერს ვათვალიერებ და პროგრამებს ვეცნობი, ჯერ არ ვარ ჩამოყალიბებული რომელ უნივერსიტეტს ავირჩევ. ჩემი აზრით, დიდი მნიშვნელობა აქვს ვინ გასწავლის, რომელი დაწესებულებაა. ამ მხრივ საკმაოდ საინტერესო გამოფენაა, ბევრი რამის გაგება შეგვიძლია, რომ ახალგაზრდამ გადაწყვეტილება მიიღო“, – გვითხრა ნინო შიხაშვილმა.

დაინტერესებულ აბიტურიენტებს განსაკუთრებულ შეღავათები შესთავაზა „შავი ზღვის საერთაშორსო  უნივერსიტეტმა“ (IBSU)

„გამოფენაში წელსაც ტრადიციულად ვიღებთ მონაწილეობას, აბიტურიენტებს ვთავაზობთ პროგრამების ფართო არჩევანას როგორც ქათულ, ასევე ინგლისურ სეგმენტზე. სტუდენტებისთვის გვაქვს საშეღავათო პროგრამა, რომელიც გათვლილია ყველა სოციალური ჯუფის წარმომადგენელზე.

“ეს სისტემა გულისხმობს წლის მანძილზე სწავლის საფასურის გადანაწლებას. გარდა ამისა, ოქროსა და ვერცხლის მედალოსნებისთვის გვაქვს განსაკუთრებული შეთავაზება, ისინი სახელმწფო გრანტის მიღების შემთხვევაში, ჩვენთან მიიღებენ ზუსტად იმდენს, რამდენსც სახელმწიფოსგან. იგივე პირობებს ვთავაზობთ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტურში გადასულ აბიტურიენტებსაც.

16788202_10210619189469588_29334985_n“ასევე გვაქვს „გრანტს პლუს გრანტი“ სისტემა. ჩვენ 12 მარტს ვატარებთ  IBSU-ს სააწავლო ოლიმპიადას ქვეყნის 6 ქალაქში. იქაც ვიწვევთ აბიტურიენტებს და პირველ ათეულში ვინც მოხვდება, ჩვენგან გადაეცემა სასწავლო გრანტები და ვაუჩერები. კიდევ ერთი უნიკალური შეთავაზება გვაქვს აბიტურიენტებისთვის – ვისი ოჯახის წევრიც დასაქმებულია საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, მათ 50–პროცენტიან ფასდაკლებას ვთავაზობთ. 10-მდე სტუდენტი უკვე  სარგებლობს ამ შეღავათით. დაახლოებით 2 200 სტუდენტი სწავლობს ჩვენთან და  1000-მდე მათგანი საგებლობს სვადასხვა შეღავათებით. შესამისად, ეს მიდგიმა გვაძლევს საშუალბას მოვიზდოთ მოტივირებული და მაღალი აკადემიურ მოსწრების მქონე აბიტურიენტები,“ – ამბობს ზვიად ფიფია IBSU-ს საზოგადებასთან უთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი.

სტუდენტების უცხოეთში გაცვლით პროგრამებზე აკეთებს აქცენტს საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის   წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი (SANGU),  თვითმმართველობის პრეზიდენტი თათა ქუტიძე ამბობს, რომ  სასწავლებელი სტუდენტებს მაღალი ხარისხის სასწავლო პროგრამებს სთავაზობს.

„უკვე ორი წელია ამ უნივერსიტეტში ვარ და ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ ის არის ერთ-ერთი საუკეთესო. გვაქვს ოთხი სხვადასხვა მიმართულება, რომელიც მოიცავს როგორც ჰუმანიტარულ, ასევე ტექნიკურ და სოციალურ მეცნიერებებს. საერთაშორისო განყოფილებაში გვაქვს ევროპული და აზიური ენების სწავლების ფართო არჩევანი.

16729076_1291098757604593_2461003989216919086_nმაგალითად, აზიურ განყოფილებაში  მსურველს შეუძლია ისწავლოს იაპნური, ჩინური, თურქული. ჩინეთში გვაქვს რამდენიმე უნივერსტეტთან მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც სტუდენტები გაყავთ და უფასოდ ასწავლიან. იგივე პროგრამაა იაპონურზეც. გაცვლითი პროგრამები გვაქვს  ეკონომიკის და ბიზენესის კუთხითაც, სტუდენტები სამ თვით მიდიან გერნიაში იქ მუშაობენ და გამოცდილებას იღებენ.

„გარდა ამისა, ჩვენს უნივერსიტეტს გრანტებთან დაკავშირებით აქვს ძალიან კარგი შემოთავაზება. 50 –%-იანი გრანტის მოპოვების შემთხვევაში, სტუდენტს 20%-ს უფინანსებს უნივერსიტეტი. 70%–იანი გრანტის მიღების შემთხვევაში, დანარჩენ 30%-ს  აფინანსებს უნივერსიტეტი. ხოლო თუ  აბიტურიენტი 100% -იან გრანტს მოიპოვებს, ჩვენთან მას 50 ლარიანი სტიპენდია დაენიშნება. ამჟამად დაახლოებით 2000-მდე სტუდენტი გვყავს, სასწავლებელი 2008 წელს გაიხსნა და მათი რიცხვი ყოველწლიურად იზრდება“, – განგვიცხადა თათა ქუტიძემ.

16729549_1459406827405229_3273839381250257634_nგამოფენაზე სასწავლებლებს საგანმანათლებლო პროგრამების გარდა, საკუთარი ლაბორატორიები და სხვადასხვ აქტივობები ჰქონდათ წარმოდგენილი.

დიდი ინტერესი გამოიწვია „ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის“  (ილიაუნი) ვირტუალურმა მუზეუმმა, რომელსაც მნახველები სპეციალური ტექნიკის გამოყენებით ათვალიერებდნენ. იქვე იყო წარმოდგენილი ლაბორატორია, რომლის საშუალებითაც მნახველების თვალწინ სხვადასხვა ნივთიერებების მჟავიანობის დადგენა ხდებოდა.

ბარმენების ცეცხლოვანი სანახობა შესთავაზეს დამთვალიერებლებს საქართველოს პროფესული სასწავლებლების წარმომადგენლებმა. ყველა სასწავლებლისგან განსხვავებული იყო „საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის“  GIPA პრეზენტაცია, რომელიც საგამფენო დარბაზის ნაცვლად ექსპო-ჯორჯიას ეზოში, კარავში იყო წარმოდგენილი.

„გამოფენაზე წელს წამოდგენილები ვართ განსხავებული სახით, GIPA არის  პირველი უნივერსიტეტი რომელსაც დაინტერეებული პირები შეხვდებიან როგორც კი შემოვლენ  ექსპო-ჯორჯიას მე-11 პავილიონისკენ. მნახველებს ვაწვდით  სხვადასხვა ინფორაციას, ჩვენი პროგრამების შესახებ. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი გზავნილი არის ის, რომ  უკვე არსებულ და პოტენციურ სტუდენტებს ვთავზობთ მოვიდნენ 11 მარტს, ჩვენს განსხვავებულ ღია კარის დღეზე, რომელიც გაიმართება ზურაბ წერეთლის სახელობის თანამედროვე ხელოვნების მუზეუში. ეს ღია კარის დღე არ იქნება სტანდარტული, ჩვენს მომავალ სტუდენტებს ვპირდებით ძალიან ბევრ სიახლეს და სიურპრიზს.  რაც შეეხება გამფენას, დაინტერესება დიდია, გახსნიდან რამდენიმე საათში უკვე სანფორმაციო მასლა შემოგველია და ისევ მოვტანეთ“, – უთრხა EDU.ARIS.GE-ს  GIPA-ს წარმომადგენელამ თინათინ კლდიაშილმა.

განათლების მე-7 საერთაშორისო გამოფენას მეორე დღეა უამრავი დამთვალიერებელი სტუმრობს. ღონისძიება ტრადიციულად ყოველ წელს იმართება. ის საქართველოში და საზღვარგარეთ უმაღლესი და პროფესიული განათლების მიღების მსურველთათვის ამომწურავი ინფორმაციის მიღების საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს.

განათლების საერთაშორისო გამოფენა 2017 – მონაწილე უნივერსიტეტების ჩამონათვალი

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური