GE

რა წავიკითხოთ ზაფხულის არდადეგებზე? – რუბრიკის სტუმარია დათო ტურაშვილი

როგორ უნდა გავატაროთ ზაფხულის არდადეგები სასარგებლოდ, უნდა ვიკითხოთ თუ არა და რა უნდა ვიკითხოთ, Aris.ge-განათლების რუბრიკის სტუმარია მწერალი დათო ტურაშვილი, რომელმაც წინა სტუმრებთნ შედარებით ლიტერატურული ნაწარმოებების სრულიად განსხვავებული სია შემოგვთავაზა:

„არ მაქვს ზუსტი რეცეპტი იმასთან დაკავშირებით, თუ რომელ ასაკში რა წიგნის წაკითხვა არის აუცილებელი, რადგან მგონია, რომ ეს ძალიან ინდივიდუალური პროცესია და ჩემი პირადი გამოცდილებაც, სწორედ ამაზე მეტყველებს. მაგალითად, დიუმას “სამი მუშკეტერი” იმ ასაკში, როცა ეს წიგნი, ყველა ჩემ თანაკლასელს წაკითხული ჰქონდა, მე ვერაფრით წავიკითხე და ეს მხოლოდ სტუდენტობის დროს შევძელი. სამაგიეროდ ცხრა წლის ასაკში სიამოვნებით წავიკითხე რემარკის “სამი მეგობარი”. ამიტომაც ვფიქრობ, რომ მთავარია ბავშვი კითხულობდეს და შეუძლია ის იკითხოს, რაც მისთვის საინტერესოა და არა ის, რასაც მშობლები და უფროსები კარნახობენ,”- ამბობს დთო ტურაშვილი.

მწერალი მიიჩნევს, რომ თუ ბავშვს სირთულის, ან სხვა მიზეზის გამო უჭირს რომელიმე წიგნის წაკითხვა, ეს არ არის საშიში, შეუძლია, დახუროს ასეთი წიგნი და სხვა გადაშალოს, მთავარია იკითხოს. „ჩემი პირველი წიგნი, რომელიც წავიკითხე, იყო “მაწანწალა რასმუსი” და მერე არც გავჩერებულვარ. მთავარია, არ გავჩერდეთ.

დათო ტურაშვილი, კლასიკოსი და ყველასთვის კარგად ნაცნობი ავტორებისთვის რეკომენდაციის გაწევის ნაცვლად, Aris.ge-განათლების მკითხველს ქართულ ენაზე ახლადგამოცემული წიგნების იმ სიას სთავაზობს, რომელიც კარგი იქნება, თუ ასაკობრივი დაყოფის გარეშე, ნებისმიერ მოაზროვნე ადამიანს წაკითხული ექნება. კითხვისთვის კი როგორც ეს არაერთხელ ვთქვი, ზაფხული ერთ-ერთი საუკეთესო დროა წელიწადის განმავლობაში, სხვა დროებთან ერთად:

მაშ ასე, დათო ტურაშვილის მიერ შემოთავაზებული წიგნების ნუსხა:

  • ბელგიელი მწერლის ამელი ნოტომის „ტკბილი ნოსტალგია“
  • ფრანგი მწერლის ალბერ კამიუს ყველა წიგნი
  • ფრანგი მწერლის დანიელ პენაკის ყველა წიგნი
  • ავღანელი მწერლის ხალიდ ჰოსეინის „ფრანით მორბენალი“
  • ირაკლი კაკაბაძის (იაკი აბემ) ისქანდერ ბალთაზარ ქირმიზის ფსევდონიმით დაწერილი წიგნი „თურქული სიმღერების გზამკვლევი“
  • პაოლო იაშვილის გადაკითხვა ჯანმრთელობისთვისას კი სასარგებლოა
  • ესპანელი პოეტის ანტონიო მაჩადოს პოეზია
  • და ბოლოს კრებული „15 საუკეთესო ქართული მოთხრობა“, რომელიც ყოველწლიურად გამოიცემა და სხვადასხვა ავტორებია შესული.

რა წავიკითხოთ საზაფხულო არდადეგებზე? – რუბრიკის სტუმარია ლევან ბერძენიშვილი

რა წავიკითხოთ საზაფხულო არდადეგებზე? – რუბრიკის სტუმარია გიორგი კეკელიძე

რა წავიკითხოთ ზაფხულის არდადეგებზე? – რუბრიკის სტუმარია დავით დეფი

ქეთი არის© გიგოლაშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური