GE

„რაღა სკოლაში დარეგისტრირებულხარ და რაღა ჰარვარდში ჩაგიბარებია“ – მშობლები ონლაინტრეგისტრაციაზე

პირველკლასელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი, საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია დღეს დაიწყო. რეგისტრაცია შეუძლია ყველა ბავშვს, რომელსაც 6 წელი 15 სექტემბრის ჩათვლით უსრულდება.

როგორც აღმჩნდა, რეგისტრაციის დაწყების მოლოდინში ბევრმა მშობელმა კომპიუტერთან გაათენა, ნაწილმა ამ საქმეში მთელი სამეგობრო ან სანათესაო ჩართო. ზოგიერთს გაუმართლა, დიდი ნაწილი კი უკმაყოფილო დარჩა.  EDU.ARIS.GE-მ მშობლების განწყობების ტექსტური ამონარიდები შეაგროვა, რომელიც მათ ამ პროცესის და განათლების სამინისტროს მისამართით აქვთ:

  • „რატომ თავიდანვე არსად არ იყო მითითებული, რომ გვერდის განახლება იყო საჭირო? რეგისტრაციის დაწყებიდან 30 წუთის შემდეგ უნდა მომხდარიყო ხალხის ინფორმირება, რომ გვერდის განახლებაა საჭირო?“
  • „ზუსტად 9 საათზე თქვენი ე.წ. სანაქებო ბაზა არ გახსნილა!!! ბაზა გაიხსნა 9;08 წუთზე, ამ პერიდისთვის ყველა ვაკანტური ადგილი უკვე შევსებულული იყო!!!. როგორ დავიჯერო, რომ ყველამ შეავსო 8 წუთის განმავლობაში და ამ პერიოდში ყველა დარეგისტრირდა. კარგით რა…….??????? ვერ დაგეთანხმებით !!!! გარკვეულ ევჭვებს ბადებს…… ეს თქვენ სინდისზე იყოს!!!!“.
  • „რაღა სკოლაში დარეგისტრირებულხარ და რაღა ჰარვარდში ჩაგიბარებია, რა მარაზმია რააა“, – ლიკა გახარია.
  • „დღეს ჩემი დაქალის ბავშვზე სპეც ნაზი ვიყავით მობილიზებული, გოგო მწერს რომ მგონია უმაღლესში აბარებსო“.
  • „ჩვენც ეგრე, მთელი სანათესაო 8 საათიდან კომპიუტერებთან ვისხედით“.
  • „არც ერთ პრესტიჟულ სკოლაში ადგილი არ იყო!!! რით ვერ გაიგეთ ხალხნო ადგილები წინასწარ შევსებული იყო, ისე რა სკოლებში ახლაცაა თავისუფალი ადგილები“.
  • „გუშინ 37 თავისუფალი ადგილი იყო და როგორ დავიჯერო რომ 8 წუთის განმრავლობაში ყველა ადგილი შეივსო, სხვა პრესტიჟულ სკოლებშიც ???? ერთი და იგივე სცენარით მოხდა ადგილების ჩაწყობააააა!!! კარგით რა.“
  • „გვერდს ვანახლებთ ყოველ წამს და რომელ სისწრაფეზეა, როცა საერთოდ არ ხსნის გვერდს და გვიწერს რომ რეგისტრაცია დაიწყება 9 საათზე, ნუ გვაყრით თვალებში ნაცარს. არ გეკადრებათ! იღონეთ რამე!“
  • „გავიარე რეგისტრაცია და კოდიც მივიღე! მადლობა თქვენ!“.
  •  „კოდი მხოლოდ ტელეფონზე მომივიდა და მაილზე არ მომსვლია! რაიმე პრობლემა ხომ არ შემექმნება?? ძალიან ვნერვიულობ“
  • „რად მინდა ეს ვაკანტური ადგილი სადაც მე მაწყობს იქ მინდა ბავშვმა იაროს და არა სადაც თქვენ გვისვრით, ძაან გამაღიზიანებელია თქვენი რეფორმა და საერთოდ ხალხს ანერვიულებთ, ეგაა თქვენი მიზანი“!!
  • „რატომ არ გრცხვენიათ იმ სისტემის რომლითაც ასე ამაყობთ, ოცჯერ მაინც განვაახლე და როცა გაიხსნა ყველა სასურველი სკოლა შევსებული იყო, როდის უნდა დამთავრდეს საქართველოში უსირცხვილო ჩაწყობები ყველგან და ყველაფერში. თუ გაგივათ ამდენი თავხედობა თავადვე ნახავთ ყველა ადგილი რომელიც ზედმეტად დაემატება მხოლოდ იმათთვის, ვინც წინასწარ „გააჩალიჩა“, ეს არ არ შერჩება არც ერთ სკოლის დირექციას.“
  • გაიხსნა თუ არა 0 ეწერა ადგილი,8 კაცი ვარეგისტრირებდით და შოკშია ყველა #განათლებისსამინისტროვ მაგრამ ქალბატონი დირექტორი ხო თქვენი მინისტრის დაქალია ხშირად სტუმრობს ხოლმე და ეტყობა მანანიკოს ეპატიება, ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ სკოლაც სამინისტროც სამართალიც პრემია დანამატებიც და უცოდინარი მომავალიც,ამ ქვეყანას პატრონი რო არ ყავს ყოველწამიერად ვრწმუნდები
  • მესიჯი მომივიდა რეგისტრაცია დამიდასტურდა და არ მჯერა, ნამდვილად უკვე დარეგისტრირებული ვარ?
  • რეგისტრაცია კი არა-დოღია!
  • იქნებ ერთი ბავშვი დავამატოთ, გამიხერხეთ რამე
  • ღმერთო შენ გვიშველე? როგორ დაგვძაბეს :))))
  • განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა emis უფრო მართებული იქნებოდა დაგეწერათ რომ არის სკოლები სადაც თვეებით ადრე იყვნენ ჩაწყობილი მოსწავლეები რეგისტრაციის გარეშე, ეს არის ქართული რეალობა.
  • აქ რასაც ვკითხულობ თბილისის ნახევარი სკოლის გარეშე დარჩა და ვინღა ჩარიცხეთ მაგ სკოლებში
  • მაგარია ვაკეში რო ცხოვრობ და ვარკეთილში რო უნდა ატარო ბავშვი ყოველდღე,ან იქ მაინც თუა ადგილები
  • გამარჯობათ.ბავშვი შემთხვევით სხვა სკოლაში ჩაირიცხა იმის გამო რომ საიტმა გაჭედა და სხვა სკოლა ამოაგდო.რეგისტრაციის კოდი არ მოდის როდის მოვა?უნდა გავაუქმო მოსწავლის მონაცემები
  • კოდს დიდი ხანი აგვიანდება?
  • მე რომ მახსენდება შარშან რა ემოციებში ვიყავი… მეგონა შვილი ჰარვარდში ჩავრიცხე
  • რეგისტრაცია დასრულებულია თუ დაგიწერათ მოვა კოდი აბა სად წავა
  • ძველ თბილისში და ვაკე საბურთალოს რაიონში ორ წუთში არცერთი ადგილი აღარ იყო,და რა უნდა ვქნა სადმე სოფელში გადავიდე საცხოვრებლად თუ კერძო სკოლაში გადავიხადო 500 ლარი

განათლების სამინისტრო გაღიზიანებულ მშობლებს, რომელთაც სასურველ სკოლაში ბავშვის დარეგისტრირება ვერ შეძლეს, ასე პასუხობს:

„ნუ გიკვირთ, რომ ადგილები ასე სწრაფად შეივსო. ბაზა გაიხსნა ზუსტად 9-ზე, ზოგიერთ სკოლაში მეტი ვაკანტური ადგილია, ზოგიერთში კი ნაკლები, რეგისტრირდება ერთდროულად ძალიან ბევრი ადამიანი მთელი საქართველოს მასშტაბით, შესაბამისად, არაფერია გასაკვირი იმაში, რომ ვიღაცამ უფრო სწრაფად შეძლო რეგისტრაციის გავლა

თუ რეგისტრაციის დასრულების შემდეგ დაგიწერათ, რომ წარმატებით გაიარეთ რეგისტრაცია და გამოგიტანათ უნიკალური კოდი ეკრანზე, ეს ნიშნავს იმას, რომ რეგისტრაცია წარმატებით გაიარეთ. რაც შეეხება მოკლე ტექსტურ შეტყობინებას და ელექტრონულ ფოსტას, აქ შეტყობინება რეგისტრაციის გავლის შესაახებ დღის განმავლობაში მოგივათ“,– აღნიშნულია უწყების მოკლე განცხადებაში, რომელიც სამინისტროს „ფეისბუკის“ ოფიციალურ გვერდზე განთავსდა.

პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაციის ინსტრუქცია გამოქვეყნდა

პირველკლასელთა რეგისტრაციის ეტაპები და საჭირო დოკუმენტაცია

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური