GE

რამ გაანაწყენათ ძველ სქემაში ჩართული პედაგოგები – პორტფოლიოების შესწორების აპელაციის შედეგები

ძველ სქემაში ჩართული სერტიფიცირებული პედაგოგების პორტფოლიოების გასწორების, აპელაციის პროცესი დასრულდა.  საკუთარი ნაშრომის გადახედვა 1226 პედაგოგმა მოითხოვა. როგორც Aris.ge- განათლებას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული   ცენტრის „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემი სმართვის “პროგრამის მენეჯერმა კახა ჟღენტმა  განუცხადა, თითქმის 7-9% – ით გაიზარდა იმ პედაგოგების რაოდენობა, რომლებმაც აპელაციის შედეგად შედეგები გაიუმჯობესეს.  რა ტენდენციები გამოავლინა აპელაციის პროცესმა  და როდის შეძლებენ შედეგების ნახვას პედაგოგები?! – Aris.ge-განათლებას კითხვებს კახა ჟღენტმა უპასუხა:

-ბატონო კახა აპელაციის პროცესი დასრულდა, როგორია შედეგები?

11925947_1220721674620739_319800239_n-სულ შემოვიდა 1226 სააპელაციო განცხადება.  მასწავლებლები მოითხოვდნენ სხვადასხვა სახის აქტივობების ხელმეორედ შეფასებას. აპელაციის პროცესის დასრულების შემდეგ სასწავლო პროცესის დაგეგმვისა და წარმართვის მიმართულებით წარმატებულად შეფასებული მასწავლებლების რაოდენობა 9 %- ით გაიზარდა. დღეისათვის  შეფასების მსურველი მასწავლებლებიდან  70 % -მა მიაღწია წარმატებას სასწავლო პროცესის დაგეგმვისა და წარმართვის მიმართულებით.

სასწავლო რესურსები შექმნის მიმართულებით შედეგები 7%-ით გაუმჯობესდა და მთლიანობაში შეადგინა 39%. პროფესიული განვითარებაზე ზრუნვის მიმართულებით წარმატებულად შეფასებული მასწავლებლების რიცხვი ასევე გაიზარდა 7%-ით და მთლიანობაში 55% შეადგინა.

-კრედიტების რაოდენობის მიხედვით საბოლოო შედეგები როგორ გამოიყურება?

-მაქსიმალური 10 კრედიტი დააგროვა 21-მა პედაგოგმა –  საუბარია მხოლოდ წამყვანის სტატუსის მქონე მასწავლებლებზე; 6 კრედიტის დაგროვება შეძლო 1449 მასწავლებელმა;  5 კრედიტის 1001; 4 კრედიტი 354;

1122

-ვფიქრობ, მარტივი სტატისტიკური ანალიზი ნათლად მიუთითებს, რომ მასწავლებლების უმრავლესობამ წარმატებით დაასრულა შეფასების პროცესი და კარგი საფუძველი ჩაუყარა ახალ სქემაში საკუთარ კარიერულ წინსვლას.

-რა პრობლემები და ტენდენციები გამოიკვეთა აპელაციის და ზოგადად შეფასების პროცესში?

-შეფასების პროცესში  გამოიკვეთა დამაფიქრებელი პრობლემები, რომლებიც დაკავშირებული იყო საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებასთან, შესაფასებელი დოკუმენტაციის ელექტრონულ ფორმატში წარმოდგენასთან და eschool-ის პროგრამაში მათ ატვირთვასთან. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია მიღებული გამოცდილება კარგად იყოს გააზრებული სკოლის შიდა შეფასების ჯგუფების მუშაობის პროცესში.

აღსანიშნავია, რომ ატვირთული დოკუმენტაცია უმეტესად არ იყო კარგად სისტემატიზირებული და ელექტრონული ფაილების სახელწოდებებიც ხშირად არ შეესაბამებოდა მათ შინაარს. ჩვენ გვიხდებოდა დიდი მოცულობის დოკუმენტაციის დახარისხება და დეტალური განხილვა, რომ არ გამოგვრჩენოდა ნებისმიერი მასალა რაც მასწავლებლის გაწეულ შრომის ადეკვატურ დაფასებაში დაგვეხმარებოდა. სამწუხაროდ ორასზე მეტმა ისეთმა მასწავლებელმაც მოგვმართა თხოვნით შეფასებაზე, რომელიც არ იყო რეგისტრირებული ძველ სქემაში და ჩვენ ვერ განვახორციელებდით მათ შეფასებას. თუმცა ზოგიერთი მათგანი ამან გაანაწყენა.

-სოციალურ ქსელებში პედაგოგთა ნაწილი ნამდვილად გამოთქვამდა საყვედურს…

-ბევრი მასწავლებელი უკმაყოფილოა იმით, რომ ტრენინგებში მონაწილეობა და კონფერენციებში მონაწილეობა, „პირდაპირ“ ანუ რაოდენობრივად არ აისახა შეფასების სისტემაში. თუ დავფიქრდებით, 6 და 10 კრედიტიან ლიმიტში ვერაფრით ვერ მოხერხდებოდა ამის გათვალისწინება. დამეთანხმებით, აქტივობებში მონაწილეობა მხოლოდ მაშინ არის ეფექტური თუ ის გააზრებულია და შემდეგომ მიღებული ცოდნა გამოყენებულია საკუთარ პრაქტიკაში. შეფასების კრიტერიუმები სწორედ ამ პრინციპით იყო შექმნილი.

-ბატონო კახა, როდიდან დაიწყებთ გამოქვეყნების პროცესს? ანუ საბოლოო შედეგებს როდის გაეცნობიან  ის პედაგოგები, რომლებმაც  სააპელაციო კომისიას მიმართეს?

ჩვენ ორშაბათიდან ვიწყებთ eschool-პროგრამაში ეტაპობრივ განთავსებას შეფასების საბოლოო შედეგების. ასევე მნიშვნელოვანია რომ ყველა მასწავლებელი რომელთა წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ შეფასდა დადებითად მიიღებს საკუთარი ნაშრომების შეფასების შესახებ დასკვნას, რომელი სააპელაციო კომისიის მიერ არის დაწერილი. ვფიქრობთ ეს დაეხმარება მათ განმავითარებელი შეფასების სახით მომავალ პროფესიულ განვითარებაში.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა იმისთვის, რომ ძველი სქემის მოქმედების დროს 2011–2014 წლებში განხორციელებული პროფესიული აქტივობები არ დაჰკარგვოდათ, პედაგოგებს შანსი მისცა, საკუთარი პორტფოლიოები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემაში – „ისქულში“ (eSchool)  აეტვირთათ და დამატებითი კრედიტქულები მინიჭებოდათ.

ძველ სქემაში ჩართული 5 266 მასწავლებლიდან უმაღლესი 6 კრედიტქულა 703-მა დააგროვა

ეკა არის© წივწივაძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური