GE

რამდენად მზად არიან სკოლები სპორტული ცხოვრების გააქტიურებისთვის

საგანი სპორტი  ოფიციალურად საქართველოს თითქმის ყველა სკოლაში ისწავლება, მაგრამ მშობლების დიდი ნაწილი ამბობს, რომ ის უმეტეს შემთხვევაში გაკვეთილების ცხრილში ფორმალურად არსებობს და სწავლების ხარისხს პრაქტიკულად  არავინ აკონტროლებს.

თანამედროვე რეალობაში, სპორტი და ფიზიკური აქტივობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს და ამ სჭიროებაზე ქვეყნის პრემიერიც საუბრობს  „ახალი ტექნოლოგიების ეპოქაში კიდევ უფრო აქტუალური ხდება ფიზიკური აქტივობა და ფიზიკური ვარჯიში“, – აცხადებს  გიორგი კვირიკაშვილი. მისი და განათლების სამინისტროს ერთ–ერთი ბოლო ინიციატივა სკოლებში სხვადასახვა სახის სპორტული წრეების ამოქმედებას ითვალისწინებს. პროექტის თანახმად, სკოლებში სისტემატურად ჩატარდება შეჯიბრებები, მოსწავლეებს ექნებათ საშუალება დამატებით ივარჯიშონ სპორტის სხვადასხვა სახეობებში (ხელბურთი, ფრენბურთი, უკონტაქტო რაგბი, კარატე, მძლეოსნობა, კალათბურთი).

თუმცა სანამ იდეა რეალობაში განხორციელდება EDU.ARIS.GE   მშობლების, პედაგოგების და მოსწავლეების ნაწილს  გაესაუბრა. ჩვენ დავინტერესდით რას ფიქრობენ ისინი საკითხზე და რა პრობლემებს ხედავენ მის განხორციელებაში. მშობლებთან ერთდ მასწავლებლებიც  აღნიშნავენ, რომ სხვადასხვა მიზეზების, მათ შორის სათანადო ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო, სკოლებში ბავშვების ფიზიკური დატვირთვა სრულფასოვნად ვერ ხორციელდება.

sportuli me-60 skola„სპორტული დარბაზი გავქვს სკოლაში, მაგრამ ზამთარში ისეთი სიცივეა 5 წუთი ვერ გაჩერდები და ბავშვები იქ როგორ შევიყვანო? ამიტომ სპორტის გაკვეთილზე ხან თავისუფალ სასაუბროს ვაძლევ, ხან მათემატიკას და ქართულს ვმეცადინეობთ. როცა თბილი ამინდები დგება შემდეგ ყოველთვის გამყავს მოედანზე, სკოლის ეზოში. ძალიან კარგია, რომ ახალი ინიციატივები აქვთ, მაგრამ მასწავლებლებისგან რომ ითხოვენ მაქსიმალურს სათანადო პირობებიც უნდა შექმნან, ინფრასტრუქტურა, სპეცილისტები, გათბობა და ა.შ. საუბარი კარგია, მაგრამ რეალობაში განხორციელებაა რთული“, – გვითხრა თბილისის ერთ-ერთი სკოლის დაწყებითების პედაგოგმა, რომელმაც საჯაროდ ვინაობის დასახელება არ ისურვა.

თბილისის 51-ე საჯარო სკოლის პედაგოგი მაია შაღაშვილი კი აცხადებს, რომ პროექტის დანერგვა აუცილებელია, თუმცა მის განსახორციელებლად კომპლექსური სამუშოების ჩატარება იქნება აუცილებელი.

„სპორტის გააქტიურება ძალიან კარგია, ოღონდ ამას ძალიან დიდი ხელის შეწყობა უნდა. დღევანდელისგან განსხვავებით, სკოლაში ფიზიკური აქტივობისთვის  ყველანაირი პირობები უნდა შეიქმნას. ბავშვებს ენერგიის დახარჯვა სჭირდებათ, ამასთან სპორტული თვალსაზრისით ჯანსაღ ცხოვრებას ბავშვობიდან რომ დაიწყებენ ეს შემდეგ  ჩვევაში გადუვათ. ეს სფერო უნდა  გაძლიერდეს სწორი მიმართულებით, ანუ ყველა ბავშვს არ უნდა მაგალითად ფრენბურთი ან კალათბურთი, ამიტომ ინტერსის მიხედვით თუ იქნება დაყოფა, მაშინ უფრო დიდი შედეგი იქნება.

downloadსკოლისთვის აუცილებელი იქნება ინვერნტარიზაცია და ფართობი და არა ის, რომ ბევრი საათი იყოს. ბევრი საათი არ ნიშნავს ხარისხს,  5 საათიც რომ მისცე სპორტს, თუ არ იქნა შესაბამისი გარემო და ინფრასტრუქტურა, შედეგი არ იქნება. აუცილებელი იქნება ბავშვთა ინტერესების გათვალისწინებაც ასაკის მიხედვით, ასევე ჩართული უნდა იყოს თერაპევტი, ნევროპათოლოგი, მითუმეტეს დღეს გავრცელებული სქოლიოზის და სხვადასხვა ჯანმრთელობის პრობლემებიდან გამომდინარე, ზოგი ბავშვისთვის შეიძლება იყოს დატვირთვა მისაღები, ზოგისთვის – არა. სათანადო სრული კვლევა სჭირდება ჯერ ყველაფერს. ასე უცებ ხელის აღებით ცოტა ძნელია დანერგო, თუმცა აუცილებელია, ჯანსაღ ცხოვრებას ისწავლის მომავალი თაობა,“ – ამბობს მაია შალიაშვილი.

კერძო სკოლის პედაგოგი ნათია დანელია: „სკოლებში სპორტის გაკვეთილები სამწუხაროდ არ ტარდება ხოლმე ისე, როგორც უნდა ტარდებოდეს, საჭირო ნამდვილად არის. ალბათ არ აკონტროლებენ ტარდება თუ არა, ან ხელფასიდან გამომდინარე ვერ ითხოვენ. ზოგან, ალბათ აღჭურვილობა, დარბაზი და ა.შ არ აქვთ. განსხვავებული სიტუაციაა კერძო  სკოლებში.

download (1)რაც შეეხება მშობლებს, მათი თქმით, კარგი იქნება, თუ სკოლებში ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიაზაციას უფრო მეტი დრო და ფინანსები დაეთმობა.

„სპორტის გაკვეთილი ბავშვს რეალურად არ უტარდება, როცა დათბება ხანდახან უტარებენ. მასწავლებელი ქართულისთვის ან მათემქატიკისთვის იყენებს სპორტის გაკვეთილს. ჩვენ სკოლაში მაგალითად არის კალათბურთის წრე და უფასოა, ამიტომ ვისაც სპორტში ჩართვა სურს, ასე თუ ისე ახერხებს.  ზოგადად ვფიქრობ, რომ ყველა საგანს თავის საათი იმიტომ აქვს დათმობილი, რომ ქართულზე ქართული ტარდებოდეს და სპორტზე სპორტი. სპორტი ერთგვარი განტვირთვა და რელაქსაციაა – ამბობს 171-ე სკოლის მოსწავლის მშობელი ხათუნა ჩოგოვაძე.

„ჩემი შვილი მე-4 კლასშია, ძალიან დიდი სურვილი მაქვს დღეს ვარჯიშით იწყებდეს. ამ კულტურას სკოლაში  თუ ჩამოუყალიბებენ ძლიან კარგი იქნება. მახსოვს, 90-იანი წლები სანამ დაიწყებოდა, სკოლაში ყოველ დილით გამამხნევებელ ვარჯიშებს გვიტარებდნენ და ძალიან კარგი იყო, ენერგიულები ვხდებოდით, ყველაფერი გვეხალისებოდა. შემდეგ ეს ტრადიცია მოიშალა და წლებია ჯანსაღი ცხოვრების ფასი აღარ ვიცით. თუმცა დღეს პირობებიც აღარაა, ზოგ სკოლას მაგალითად სპორტული  დარბაზიც არ აქვს, რომელსაც აქვს გათბობის პრობლემაა, ამიტომ მე ნამდვილად ვერ მოვთხოვ მასწავლებელს გაყინულ და მტვრიან დარბაზში ავარჯიშე ჩემი შვილითქო.

„ახალი მინისტრის ინიციატივები  ძალიან მომწონს, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში რამდენად განახორციელებს ესეც მაინტერესებს“, – ამბობს 115-ე საჯარო სკოლის მოსწავლის მშობელი თეა კუპატაძე.

სპორტული აქტივობის მოთხოვნა აქვთ მოსწავლეებს, ისინი სკოლებში არარსებულ პირობებზე ჩივიან.

DSCF1405„სპორტის გაკვეთილი მიტარდება. თუმცა არა ისე, როგორც ეს საჭიროა. არ აქვს სკოლას იმის ფუფუნება, რომ უზრუნველგვყოს მრავალფეროვნებით. მოთხოვნა კი არის, ბავშვებიც მაქსიმალურად იყენებენ იმ რესურსს, რაც სკოლას გააჩნია“, – ამბობს მე-12 კლასის მოსწავლე   ანა დევიძე EDU.ARIS.GE-სთან საუბარში.

„სპორტის გაკვეთილი კი გვიტარდება, ნუ კარგი ამინდი როცაა და ისე დარბაზში იატაკია გაფუჭებული. მაინც ვთამაშობთ კალათბურთს მაგრამ სულ შიშია ფეხი არ ჩაგვივარდეს და რამე… ძალიან კარგი იქნებოდა სკოლაში რომ იყოს ფეხბურთის, ფრენბურთის, ტენისის, კალათბურთის თამაშის შესაძლებლობა“, – მბობს მე-10 კლასის მოსწავლე ბერდია სოფრომაძე.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა ამ მიმართულებით სპორტის პედაგოგების საკითხს უკავშირდება. საქართველოს არაერთ სკოლაში სპორტის გაკვეთილების საათებს სრულიად სხვა საგნის მასწავლებლები ითავსებენ. შესაბამის ინფორმაციას დეტალურად EDU.ARIS.GE უკვე ელოდება და მოგვიანებით გაგაცნობთ.

“სპორტით დაინტერესების სამიზნე მსუქანი და ნელა მორბენალი ბავშვები იქნებიან” – ალექსანდრე ჯეჯელავა

განათლების სამინისტროს ახალი ინიციატივის განხორციელება 103–ე სკოლიდან დაიწყო

სასკოლო ექსკურსიებისა და თავისუფალი წრეების კუთხით ცვლილებები განხორციელდება

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური