GE

რამდენიმე აბიტურიენტი თბილისის ნაცვლად გორისა და თელავის საგამოცდო ცენტრში მივიდა

ქართული ენისა და ლიტერატურის პირველი საგამოცდო დღის მეორე სესიაზე სულ 9282 აბიტურიენტი უნდა გამოცხადებულიყო, თუმცა, როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ჟურნალისტებს განუცხადა, 300 აბიტურიენტი მეორე სესიაზე არ გამოცხადებულა.

„ეს არის დაახლოებით 3%. მეორე სესიაზე დაგვიანების შემთხვევა არ ყოფილა. საბედნიეროდ, ამ დროისათვის არც მოხსნის ფაქტი ფიქსირდება. თუმცა, გვქონდა ორი შემთხვევა, როდესაც აბიტურიენტი რომელიც თბილისის საგამოცდო ცენტრში უნდა გამოცხადებულიყო, გორის საგამოცდო ცენტრში მივიდა. საპატრულო პოლიციის დახმარებით, მისი გადმოყვანა დედაქალაქში დროულად მოხდა და ბოლო წამებზე გაიარა რეგისტრაცია“,- განაცხადა მაია მიმინოშვილმა.

რაც შეეხება მეორე ინციდენტს, ის თელავში დაფიქსირდა. აბიტურიენტს ამ შემთხვევაშიც საგამოცდო ცენტრი შეეშალა და თბილისის ნაცვლად თელავში გამოცხადდა. მაია მიმინოშვილის თმით, ამ აბიტურიენტის თბილისში დროულად ჩამოყვანა ვერ მოხერხდა და ის საგამოცდო პროცესს გამოეთიშა. გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი აბიტურიენტებს მოუწოდებს, კარგად გადაამოწმონ საგამოცდო ბარათი, რომელზეც მათ მიერ მითითებული საგამოცდო ცენტრია აღნიშნული, რომ სწორ მისამართზე გამოცხადდნენ. 

ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო.

გამოცდაზე ელექტრო საათის შეტანის მიზეზით კიდევ ერთი აბიტურიენტი მოიხსნა

არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი აბიტურიენტი გამოცდიდან მოიხსნა

პირველ სესიაზე დაგვიანებული და არგამოცხადებული აბიტურიენტების რაოდენობა ცნობილია

ეკა წივწივაძე
დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური