GE

რატომ არ ინიშნება ბათუმის უნივერსიტეტის რექტორის არჩევნები – ირღვევა თუ არა კანონი?

გასული წლის 3 აპრილს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელად მერაბ ხალვაში აირჩიეს. აკადემიურმა საბჭომ ახალი რექტორი ყოფილი რექტორის უფლებამოსილების დარჩენილი ვადის ამოწურვამდე  2016 წლის 21 მაისამდე უნდა აირჩიოს;  თუმცა აკადემიური საბჭოს უხუცესს, გურამ ჩაგანავას ამ დრომდე არ აქვს პასუხი როდის ჩაინიშნება ბათუმის უნივერსიტეტის რექტორის არჩევნები. უნივერსიტეტის რექტორის პოსტი ვაკანტურად 2015 წლის 22 იანვარს გამოცხადდა. ალიოშა ბაკურიძემ თანამდებობა უფლებამოსილების დასრულებიდან წელიწადნახევრით ადრე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მიზეზით დატოვა.

ge_pic_2221_1_b„ეხლა მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები და ალბათ რექტორის არჩევნების თარიღი გამოცხადდება, მაგრამ ვერ გეტყვით როდის. გარემოებებია რაღაც, უნდა დაზუსტდეს. ამ დღეებში შეიკრიბება საბჭო, ყველაფერი გაირკვევა და დადგენილებას მიიღებს,“ – ამბობს ჩაგანავა.

არჩევნების თარიღის დანიშვნის გაჭიანურების მიზეზებზე EDU.ARIS.GE-ს თან აკადემიური საბჭოს წევრმა მალხაზ ნაკაშიძემ ისაუბრა. მისი თქმით, საბჭოს ერთ-ერთმა წევრა წამოაყენა საკითხი საბჭოს გაფართოების შესახებ, რის გამოც რექტორის არჩევნების საკითხი კიდევ უფრო გაურკვეველი ვადით გადაიდო. უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო ამჟამად 8 წევრისგან შედგება. კანონი ითვალისწინებს  საბჭოში შევიდნენ უნივერსიტეტში მოქმედი სამი ინსტიტუტის თითო წარმომადგენელი.  კანონი უნივერსიტეტს ამ საკითხის მოგვარებას უკვე დიდი ხანია ავალდებულებს,  თუმცა  ამ დრომდე საბჭომ ვერ უზრუნველყო. მალხაზ ნაკაშიძის თქმით, წინასაარჩევნოდ ამ საკითხის დაყენება გარკვეულ საეჭვო გარემოებებს ქმნის.

e1839be18390e1839ae183aee18390e18396„გასულ  კვირას აკადემიური საბჭო შევიკრიბეთ,  რომ გამოგვეცხადებინა არჩევნები, მაგრამ მსჯელობის დროს ერთ–ერთმა წევრმა წამოაყენა საკითხი -„ იქნებ გაიზარდოს საბჭოს რაოდენობა და მათი გაწევრიანების შემდეგ დავნიშნოთ რექტორის არჩევნების თარიღიო“- მე საწინააღმდეგო არაფერი მაქვს და პირიქით, ერთ-ერთი ვიყავი, ვინც ერთი წლის წინ ითხოვდა საკითხის გადაწყვეტას, თუმცა ამ ყველაფრის ფონზე, ეს საკითხი ეხლა, უკვე არჩევნების თარიღთან მისული, რატომ დადგა დღის წესრიგში და არა აქამდე, როცა ამდენი დრო გვქონდა. ეს იწვევს გარკვეულ ეჭვს, რომ ვიღაცის ინტერესების გამტარებელია ეს თემა. არჩევნების წინ, როგორც წესი, არ წყდება ასეთი საკითხები,“ – აცხადებს ნაკაშიძე.

ბსუ-ის რექტორის არჩევნების თარიღთან დაკვაშირებით EDU.ARIS.GE რექტორის მოვალეობის შემსრულებელს მერაბ ხალვაშს დაუკავშირდა.. ხალვაშის განმარტებით, მისი პოსტზე დანიშვნის დროს არ დასახელებულა  უფელბამოსილების ვადები. ხალვაშის ვარაუდით  არჩევნები ერთი თვის ვადაში გამოცხადდება:

მერაბ-ხალვაში-765x510„უნივერსიტეტში დღეს არის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, რომელიც აირჩია უნივერსიტეტმა ერთი წლის წინ, იქ არ ყოფილა თავიდანვე განსაზღვრული რა ვადით აირჩია. მე ვფიქრობ, უახლოესი ერთი თვის ვადაში, სავარაუდოდ, აკადემიური საბჭო იმსჯელებს და გამოაცხადებს არჩევნების თარიღს.“

პროფესიით იურისტი, უნივერსიტეტისა და აკადემური საბჭოს პრობლემებზე ღიად მოსაუბრე საბჭოს წევრი, მალხაზ ნაკაშიძე ყურადღებას იმ საკითხზე ამახვილებს, თუ რატომ არის საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის საზიანო, რომ მას წელიწადნახევარის განმავლობაში არ ჰყავდეს რექტორი.

„კანონში არ წერია პირდაპირ რა ვადით უნდა იყოს ეს მოვალეობის შემსრულებელი დანიშნული, თუმცა წერია, რომ ის არ შეიძლება უსასრულოდ იყოს. ალიოშა ბაკურიძეს წელიწადნახევარი ჰქონდა დარჩენილი და წესდების მიხედვით ახალი რექტორი აირჩევა ამ დარჩენილი ვადით. ერთი წლით რექტორობა არავის არ უნდოდა, ამიტომ ვთქვით, რომ იყოს ეს მოვალეობის შემსრულებელი და შემდეგ დაინიშნოს არჩევნები. 21 მაისამდე წესით უნდა იყოს არჩეული ახალი რექტორი, თუმცა ამ დრომდე ვერ მოხერხდა ჩვენს მიერ არჩევნების თარიღის ჩანიშვნა“.

მისივე განმარტებით, რექტორი არის აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე და იქედან გამომდინარე, რომ უნივერსიტეტს არ ჰყავს რექტორი,  სტრატეგიულ განვითარებაზე მუშაობა ვერ ხორციელდება; საბჭოს მხოლოდ გარდამავალ რეჟიმში უხდება მუშაობა.

„რექტორი არის აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე.  აკადემიური საბჭო არის უმაღლესი მართვის ორგანო, რომელიც სტრატეგიას შეიმუშავებს უნივერსიტეტის განვითარებაზე. როცა აკადემიურ საბჭოს არ ჰყავს თავმჯდომარე და არანაირი სტრატეგია თუ სამომავლო გეგმა, ჩვენ, საბჭო, ამ შემთხვევაში გარდამავალ რეჟიმში ვმუშაობთ, კონკრეტულ საკითხებზე, მაგრამ უნივერსიტეტის განვითარებაზე და სტრატეგიულ საკითხებზე ვერ ვმუშაობთ. ვიდრე არ იქნება აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე, ანუ ამ შემთხვევაში უნივერსიტეტის რექტორი, მოვალეობის შემსრუნებელი ამას ვერ უზრუნველყოფს,“ – ამბობს მალხაზ ნაკაშიძე.

აკადემიური საბჭოს უხუცესი წევრი გურამ ჩაგანავა არ გამორიცხავს, რომ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის მუშაობის ვადები გახანგრძლივდეს, თუმცა ფიქრობს, რომ ერთი თვის ვადაში არჩევნების თარიღის ჩანიშვნა შესაძლებელი იქნება.

„რექტორის მოვალეობის შემსრულებელი უმრავლესი უფლებებით სარგებლობს და კიდევაც ასრულებს თავის საქმეს ძალიან კარგად. ის აზრიც არ არის უკუსაგდები, რომ კიდევ გაგრძელდეს ასე რამდენიმე თვე, არც მაგით შავდება რამე. არც უნივერსიტეტის დადგენილებით არ არ არის ვადები შეზღუდული. იმსეჯელა აკადემიურმა საბჭომ და ვფიქრობთ, რომ რაც არის კანონი იმის შესაბამისად ვიმოქმედოთ. მაინც უკეთესია, რომ არჩეული იყოს რექტორი სრულფასოვნად,“ – განუცხადა EDU.ARIS.GE-ს გურამ ჩაგანავამ.

კითხვაზე, წარადგენს თუ არა საკუთარ კანდიდატურას რექტორის თანამდებობის დასაკავებლად მერაბ ხალვაში პასუხობს, რომ ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს.

ჯერჯერობით უცნობია ვინ იყრის კენჭს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის პოსტზე. უნივერსიტეტის რექტორი აკადამიური საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით, 4 წლის ვადით ირჩევა.

21 მაისამდე თვეზე ნაკლები დრო რჩება. ამ დრომდე უცნობია არჩევნების ჩატარების თარიღი. დაზუსტების შემდეგ, კანონის თანახმად  კანდიდატებს რეგისტრაციისთვის ერთთვიანი ვადა ეძლევათ, რაც აღნიშნულ თარღში ვერანაირად ვერ თავსდება.   ირღვევა თუ არა კანონი, აღნიშნული გარემოებების შემდეგ, აკადემიური საბჭოს უხუცესი გურამ ჩაგანავა ამბობს რომ არა.

არის თუ არა ბსუ-ს კანცლერის არჩევა პოლიტიკური გადაწყვეტილების შედეგი?

მაია შავაძე – ბათუმი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური