GE

რატომ დარჩნენ უმაღლესების გარეთ ის აბიტურიენტები, ვინც ზღვარი ყველა საგანში გადალახა, თუმცა სტუდენტის სტატუსი ვერ მოიპოვა

სტუდენტის სტატუსით სექტემბრის თვეს 28 053 ახალგაზრდა შეხვდება. ჩარიცხვის დეტალებსა და გრანტის გადანაწილებაზე საგანგებო ბრიფინგზე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა ისაუბრა, თუმცა Aris.ge-განათლებას დამატებითი კითხვებით რამდენიმე ათეული აბიტურიენტი დაუკავშირდა.

მათ შორის იყვნენ ის აბიტურიენტები, ვინც მინიმალური კოპეტენციის ზღვარი ყველა საგამოცდო საგანში გადალახა, თუმცა სტუდენტის სტატუსი ვერ მოიპოვა. ამ მოცემულობაზე შეფასებისა და გამოცდების ცენტრში შემდეგნაირად გვიპასუხეს:

,,დიახ, შეიძლება აბიტურიენტმა ყველა საგანში გადალახოს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, თუმცა სარეიტინგო სია ისე ჰქონდეს შევსებული, რომ შერჩეულ უნივერსიტეტებში გამოცხადებული ვაკანტური ადგილები სხვა უფრო მაღალ ქულიანმა აბიტურიენტებმა შეავსეს. ანუ ზღვარი გადალახეს მაგრამ კონკურსში სხვა უფრო მაღალქულიანებმა შეავსეს ადგილები“.

აბიტურიენტების ნაწილი ინტერესდება, იმ შემთხვევაში, თუ უფასო ფაკულტეტზე ჩაირიცხა და პარალელურად ქულებით სახელმწიფო გრანტიც მიიღო, რა ბედი ელის სახელმწიფო გრანტს?

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, რომ აბიტურიენტს რომელმაც გრანტიც აიღო და უფასო ფაკულტეტზეც ჩაერიცხა სწავლას სახელმწიფო დაუფინანსებს. თუმცა თუ ასეთი აბიტურიენტი მობილობით ისარგებლებს და ისეთ ფაკულტეტზე მოისურვებს სწავლის გაგრძელებას, რომელსაც სახელმწიფო არ აფინანსებს მას გრანტი გადაყვება.

აბიტურინეტების ნაწილი ინტერესდება, შეუძლია თუ არა გრანტის მოპოვება მეორედ ჩაბარების შემთხვევაში, თუ ერთ სპეცაილაობაზე გრანტი უკვე მოპოვებული ჰქონდა.

როგორც ნაეკში განმარტავენ, ერთსა და იმავე საგანმანათლებლო საფეხურზე გრანტს პირი ორჯერ ვერ მოიპოვებს.

და ბოლოს, იქნება თუ არა წელს მეორადი ჩარიცხვები?

ამ კითხვაზე aris.ge-განათლებას პასუხი განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გასცა. თამარ სანიკიძის ინფორმაციით, წელს მეორადი ჩარიცხვები არ განხორციელდება.

იქნება თუ არა წელს მეორადი ჩარიცხვები – რა პასუხი აქვს განათლების მინისტრს

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად 28 053 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა

ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდა – გამოცდები 2015

ეკა არის© წივწივაძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური