GE

რატომ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი?

გაუ არის უნივერსიტეტი, რომლის სასწავლო პროგრამები, სწავლების მეთოდი და შეფასების სისტემა ამერიკული მოდელის ანალოგია. გაუ გაცვლითი პროგრამების ფარგლებში მრავალ ამერიკულ უნივერსიტეტთან თანამშრომლობს, მათ შორის არის ამერიკის წამყვანი უნივერსიტეტები.

2013 წლის 24 აპრილს გაუ-მ ხელშეკრულება გააფორმა აშშ-ს მთავრობის საფინანსო ინსტიტუტთან – OPIC (უცხოეთის კერძო საინვესტიციო კორპორაცია), რომელმაც გაუ-ს 3 500 000 აშშ დოლარის სესხი დაუმტკიცა. გაუ-ს ახალი შენობა OPIC-ის სტანდარტების შესაბამისად დაპროექტდა და გარემონტდა, შეძენილი იქნა ახალი აღჭურვილობა, გაიხსნა ახალი სასწავლო პროგრამები. აღნიშნული პროექტი გაგრძელდება 10 წლის განმავლობაში და დაეხმარება გაუ-ს ბიზნესის მდგრად განვითარებასა და გაფართოებაში, აგრეთვე სტუდენტებისათვის საუკეთესო სასწავლო პირობების შექმნაში.

ჩვენი კურსდამთავრებულები დასაქმებულები არიან კერძო, საჯარო და საერთაშორისო სტრუქტურებში , გამოირჩევიან სწრაფი კარიერული წინსვლით და კონკურენტუნარიანები არიან როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე, საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მსურველები კი გაუ-ში მიღებული ცოდნის ბაზაზე იოლად ახერხებენ ჩაბარებას მსოფლიოში აღიარებულ უნივერსიტეტებში.

დასაქმების სტატისტიკა
გაუ-ს ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა დასაქმებულ კურსდამთავრებულთა მაღალი მაჩვენებელია, ამ სტატისტიკას ჩვენი სტუდენტების განსაკუთრებული პროფესიული უნარები განაპირობებს, რაც მათ დასაქმების ბაზარზე კონკურენტული უპირატესობით გამოარჩევს. გაუ-ს კურსდამთავრებულთა წარმატების ისტორიებს შეგიძლიათ გაუ-ს ვებ გვერდზე გაეცნოთ.
გაუ-ში აქტიურად მუშაობს დასაქმების ცენტრი, რომელიც ხელს უწყობს სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს სასურველი სამუშაო ადგილების პოვნაში, პარტნიორ ორგანიზაციებს კი მაღალკვალიფიციური კადრებით უზრუნველყოფს.

პროფესიული ინგლისური ენა და სხვა კომპეტენციები
ჩვენთან საფუძვლიანი განათლებისა და პროფესიული ინგლისური ენის აქტიური ცოდნის მიღება ერთდროულად ხდება, რაც დასაქმების ბაზარზე და უცხოეთში სწავლის გაგრძელების შემთხვევაში გაუ-ს სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს ერთ-ერთ მთავარ უპირატესობას ანიჭებს.

გაუ-ში სწავლის დაწყებამდე ინგლისური ენის ცოდნის დონე საკმარისია აკმაყოფილებდეს ეროვნული გამოცდების კომპეტენციის მინიმალურ ზღვარს. პროფესიული ინგლისური ენა (სპეციფიკური პროფესიული ლექსიკა, ფრაზეოლოგია და ა.შ.) გაუ-ს თითოეულ სკოლაში სპეციალობის დაუფლების პროცესში ისწავლება.

უფასო მაგისტრატურა და დოქტორანტურა ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში
ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში გაუ ბიზნესის სკოლისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ინჟინერიის სკოლის წარჩინებულ ბაკალავრებს სთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობას გაიარონ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები აშშ-ს შემდეგ წამყვან უნივერსიტეტებში: ჰარვარდის, პრინსტონის, პენსილვანიის, იელის, კოლუმბიის, ბრაუნის, კორნელის და ა.შ. პროგრამის შესახებ დეტალებს შეგიძლიათ გაუ-ს ვებ გვერდზე გაეცნოთ.

სტიპენდიები და შეღავათები
გაუ-ს სტიპენტიებისა და შეღავათების პაკეტის მიხედვით თითოეულ სკოლაში (ფაკულტეტზე) რეიტინგით პირველი სტუდენტი სრულად თავისუფლდება სწავლის გადასახადისგან, ხოლო მომდევნო ოთხი სტუდენტის სწავლის გადასახადზე ვრცელდება შეღავათები სხვადასხვა პროცენტულობით.

სწავლის გადასახადზე 20%-იანი შეღავათი ვრცელდება ერთი ოჯახის უშუალო წევრებზე.

გაუ-ში ჩარიცხული სტუდენტი, რომელიც ერთიან ეროვნულ გამოცდებში მიიღებს ყველაზე მაღალ ქულას, გათავისუფლდება სწავლის გადასახადისაგან უნივერსიტეტის თითოეულ სკოლაში. სრული ინფორმაცია იხილეთ შიდა სტიპენდიების გვერდზე.

იაფი სტუდენტური სესხები
ყველა სტუდენტს შეეძლება ისარგებლოს ბანკის სპეციალური შეთავაზებით იაფი სტუდენტური სესხების ასაღებად, მათ შორის საშეღავათო პერიოდით 4 წლის მანძილზე, რაც გულისხმობს გადახდის გადავადებას სწავლის დამთავრებისა და მუშაობის დაწყებამდე. დეტალები იხილეთ იაფი სტუდენტური სესხების გვერდზე.

ახალი შენობა და თანამედროვე სასწავლო გარემო
ჩვენი ახალი შენობა სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე საუნივერსიტეტო სტანდარტებს, ფართო აუდიტორიები, ბიბლიოთეკა, კაფე, სპორტული დარბაზი, დიდი ეზო (სადაც იგეგმება სპორტული სტადიონის ორგანიზება) სტუდენტებს კომფორტულ და სასიამოვნო სასწავლო გარემოს უქმნის. შენობა უზრუნველყოფილია უსადენო ინტერნეტითა და მანქანების სადგომით. გვეწვიეთ გაუ-ში მისამართზე მერაბ ალექსიძის 8.
17:00 საათიდან 22:00-მდე გაუ-ს ემსახურება უფასო მიკროავტობუსი, რომელიც უნივერსიტეტიდან გადის ყოველ ნახევარ საათში ერთხელ წრიული მარშრუტით (გაუ-გმირთა მოედანი-კოსტავას ქუჩა-სპორტის სასახლე-გაუ).

გაუ-ს ფაკულტეტები:

ბიზნესის სკოლა
იმისათვის, რომ მიაღწიოთ წარმატებას ბიზნესში, გქონდეთ საინტერესო, მაღალანაზღაურებადი სამსახური სწრაფი კარიერული ზრდის შესაძლებლობით, აუცილებელია შემდეგი ორი მიზნის მიღწევა: საფუძვლიანი განათლების მიღება ბიზნესის ადმინისტრირების დარგში და ბიზნეს-ინგლისურის აქტიური ცოდნის შეძენა. გაუ-ს ბიზნესის სკოლას გააჩნია ორივე მიზნის მიღწევის უნიკალური შესაძლებლობა და ტრადიცია. ბიზნესის სკოლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს კი გაუ შესაძლებლობას აძლევს უფასოდ გაიარონ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები აშშ-ს წამყვან უნივერსიტეტებში.

სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა
გაუ-ს სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა, რომელიც მოიცავს 1. სამართალმცოდნეობისა და 2. საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის პროგრამებს, გამოირჩევა თავისი სპეციფიური მეთოდიკით, სადაც თეორიული ცოდნის “გაპრაქტიკულება” სწავლების აუცილებელი და პრიორიტეტული კომპონენტია. თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების სწავლის პროცესშივე შეძენა სტუდენტს ბაკალავრიატის სრული კურსის ათვისებისთანავე აქცევს კონკურენტუნარიან სპეციალისტად, რომელიც წინამორბედ კურსდამთავრებულთა მსგავსად თამამად მიიღებს არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო გამოწვევებსაც.

საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ინჟინერიის სკოლა
საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ინჟინერიის სფეროებში ადგილობრივი კადრების აღზრდა და დასაქმება დღეს სახელმწიფო პრიორიტეტია, რასაც ამ მიმართულებით გაზრდილი სასწავლო გრანტებიც მოწმობს. გაუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ინჟინერიის სკოლის ბაკალავრიატის სრული კურსის ათვისება შესაძლებლობას აძლევს ბაკალავრს წარმატებით იმუშაოს ადგილობრივ, უცხოურ და შერეულ სახელმწიფო და კერძო კომპანიებში, წარჩინებულ კურსდამთავრებულებს კი გაუ შესაძლებლობას აძლევს უფასოდ გაიარონ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები აშშ-ს წამყვან უნივერსიტეტებში.

ლიბერალური განათლებისა და ჰუმანიტარული მეცნიერებების სკოლა
2013-14 სასწავლო წელს გაუ-ს დაემატა ახალი ფაკულტეტი – ლიბერალური განათლებისა და ჰუმანიტარული მეცნიერებების სკოლა, რომელიც მოიცავს შემდეგ დარგებს:
• ქართული ფილოლოგია
• ინგლისური ფილოლოგია
• ისტორია

გაუ გამოირჩევა როგორც უმაღლესი აკადემიური სტანდარტების შესაბამისი კადრების მომზადებით, ისე ინდივიდუალური მიდგომით სტუდენტებთან, ჩვენ მუდამ ვცდილობთ გავითვალისწინოთ სტუდენტის ინტერესები და შევუქმნათ მას სწავლისათვის მაქსიმალურად კომფორტული გარემო.

ჩვენ ბევრი წარმატებული კურსდამთავრებული გვყავს, შეუერთდი მათ რიცხვს, შენც გახდი გაუ-ელი!

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური