GE

რატომ უნდა ჩავიბაროთ შვილისგან გაკვეთილი? – „ტასოს“ დედა მოსწავლეების მშობლებისთვის

დედობა, ყველაზე საპასუხისმგებლო პროფესიაა, განსაკუთრებით, მაშინ, როცა შვილი პატარაა და თან წარმატებული და პოპულარული. Aris.ge-განათლების ახალი რუბრიკის „მშობელი მშობელს“ სტუმარია სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ გმირი “ტასო” იგივე ქეთა ორბელაძე და ქეთა ორბელაძის დედა თამუნა ბრეგვაძე. ქეთა 9 წლისაა და თავის თანატოლებს, როგორც მოსწავლე რამდენიმე რჩევასაც უზიარებს.

b2c0b45c-383a-4d78-a65e-07d8274a04c8თამუნა ბრეგვაძე კი მშობლებს იმ დილემების დაძლევის შესახებ გვიზიარებს გამოცდილებას, თუ როგორ შეიძლება დააბალანსო პოპულარულ სკოლის მოსწავლესთან სასკოლო ცხოვრება, სწავლა, მეცადინეობა და გართობა, ისე, რომ არაფერი გამოგრჩეს.

ქეთა ორბელაძე: ჩემ თანატოლებს ვურჩევ, კარგად ისწავლონ და გაითვალისწინონ დედის რჩევა. შეიძლება დედის რჩევა, დედის შენიშვნა, ზოგ ბავშვს არ მოეწონოს, მაგრამ მერე, რომ გაიზრდება, მიხვდება, რომ დედა სწორ რაღაცას ეუბნება.

ჩემ თანატოლებს ასევე, ვურჩევ, რომ 9 წლის ბავშვი არ გავდეს 15 წლის ბავშვს და თავის ასაკთან შესაფერისი იყოს. ისწავლონ კარგად და რომ გაიზრდებიან, მიხვდებიან, როგორ გამოადგათ სწავლა ცხოვრებაში. კიდევ მინდა, რომ იყვნენ კეთილები, შრომისმოყვარეები, მეგობრულები. გართობაც კარგია, მაგრამ ჯერ პირველ რიგში უნდა ისწავლონ, მე ასე ვფიქრობ და მერე გართობა და სხვა დანარჩენი.

თამუნა ბრეგვაძე:

შეახსენეთ გაკვეთილის მომზადების შესახებ

ქეთა ერთი ჩვეულებრივი ბავშვია, როგორც ყველა და არაფრით განსხვავდება სხვებისგან. ეს მანაც კარგად იცის, უბრალოდ, ქეთას შეიძლება ითქვას, რომ ნიჭთან ერთად, გაუმართლა.

70c8157f-c504-4ef1-91a6-1732964db19fმიჩვეულია, რომ ჯერ მეცადინეობს და შემდეგ ვიბარებ. ეს ჩემთვის მისაღები ფორმაა და არც ქეთას აქვს ამაზე პროტესტი. ის რომ მე ქეთას არ ვენდობი, არაფერ შუაშია, უბრალოდ ჯერ იმ ასაკშია, შეიძლება ისწავლოს გაკვეთილი, ეგონოს რომ იცის, მაგრამ არა იმ დონეზე რაც საჭიროა. მე რომ ჩამაბარებს, ვურჩევ რომ განიმტკიცოს და გადაიკითხოს და სწორედ ამიტომ მიმაჩნია საჭიროდ გაკვეთილის ჩაბარება.

ალბათ, როგორც ყველა ბავშვს, ქეთასაც სჭირდება ხშირი შეხსენება, რომ დაჯდეს და მოამზადოს გაკვეთილები. ეს არ ნიშნავს, რომ ზარმაცია. ძალიან მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა აქვს. ეს მე ნამდვილად არ მისწავლებია, სკოლაში ისწავლა, რომ პასუხისმგებლობა ძალიან საჭირო თვისებაა. ის ფაქტი, რომ ქეთა უსწავლელი წავიდეს სკოლაში ჯერ არ მომხდარა. თუ ვთქვათ, მისი რეჟიმიდან გამომდინარე, ვერ ასწრებს სწავლას, მე მარეკინებს მასწავლებელთან და წინასწარ ვაფრთხილებ, რომ ქეთას იმ დღეს გაკვეთილი არ ექნება მზად. ეს იმიტომ, რომ თავად ვარდება უხერხულ მდგომარეობაში, ზედმეტად ემოციური ბავშვია და გულთან ახლოს მიაქვს ყველაფერი, მეც ვცდილობ ხელი შევუწყო.

არაფერს არ მიმალავს, ყველაფერს მეუბნება, სკოლაში იმ დღეს რა შეფასება მიიღო. ქეთამ თვითონ იცის, მას ასწავლეს სკოლაში, როგორ მოამზადოს გაკვეთილები, როგორ ისწავლოს ლექსი, როგორ დაწეროს თავისუფალი თემა. მე არ ვერევი ამ პროცესში, უბრალოდ, ვიბარებ ბოლოს. ერთადერთი, ვეხმარები ინგლისურში, იმიტომ რომ, არ ვამზადებ.  და არც მიმაჩნია საჭიროდ, რომ მე-4 კლასელი ბავშვი ემზადებოდეს რაღაცებში. რა თქმა უნდა, ვისაც სჭირდება შეიძლება, მაგრამ ეს ქეთას არ სჭირდება. ის ჩვეულებრივ საჯარო სკოლაში დადის და ალბათ გამიმართლა პედაგოგებში და მას დამატებითი მასწავლებლები არ სჭირდება. თუმცა დადის ფორტეპიანოზე, ვოკალზე, მათემატიკასა და გადაღებაზე. ძალიან უნდა ქართული ცეკვა, მაგრამ ვერ ვხვდები რა დრო და რა დღე გამოვნახო, ძალიან განვიცდით დროის დეფიციტს.

a9213c35-363a-4594-ae28-6c338a84299fნებისმიერ ბავშვს სჭირდება კონტროლი – კონტროლის მეთოდებიც განსხვავებულია

ეს ერთი შვილი მყავს ქეთა და ჩვენ მარტო დედა-შვილური ურთიერთობა არ გვაქვს, ძალიან ვმეგობრობთ, დასამალი არაფერი არ აქვს და ვენდობი ყველაფერს. ხანდახან, როგორც ბავშვს ისე ვესაუბრები, მაგრამ უფრო ხშირად როგორც დიდ გოგოს ისე. ხშირად ვაძლევ შენიშვნებს, მეუბნებიან ძალიან მკაცრი ხარო, მაგრამ მიმაჩნია, რომ ქეთას ასაკში, ისეთი ბავშვისთვის როგორიც ქეთაა, (პოპულარობას ვგულისხმობ,) საჭიროა ყურადღებაც და ცოტა სიმკაცრეც. ხშირად ვეუბნები, რომ ასეთი ცხოვრების რეჟიმი და პოპულარობა თავში არ აუვარდეს. და რაც მთავარია ისწავლოს, სხვა ყველაფერი უკან დარჩება. ყოველთვის ვაძლევ შენიშვნებს, როცა ამას საჭიროება მოითხოვს. პირდაპირ, ყოველგვარი შესავლის გარეშე, ისიც იღებს ამ შენიშვნებს. სხვა მხრივ ძალიან ადვილი ბავშვია, არ არის არაფერში რთული და ძალიან უპრობლემოა. მაგრამ, მარტო ის ხომ არ არის რომ ენდობი და ა.შ. მე მიმაჩნია, რომ ამ ასაკის ბავშვს სჭირდება გაკონტროლება. მე იმ მშობლებსაც ვერ ვეთანხმები,  ვთქვათ, ვისაც სკოლაში დაჰყავთ ბავშვები და არ იბარებენ და არ კითხულობენ მათმა შვილმა სკოლაში რა გააკეთა. კონტროლი ბავშვს მაინც სჭირდება მე ასე ვფიქრობ.

ვთვლი რომ, სკოლიდან დაბრუნებულ შვილს მშობელმა უნდა ჰკითხოს რა გააკეთა, რა ისწავლა, რა აქვს საშინაო დავალებად,  უნდა მოუსმინოს შვილს. თუ ტყუილში დაიჭირა, თუკი ტყუილში დაიჭერს რამდენჯერმე, ალბათ უშუალოდ პედაგოგთან უნდა ჰქონდეს პირდაპირი კომუნიკაცია. ქეთას შემთხვევაში ასეთი არაფერი ყოფილა. ვერ ვიხსენებ, რამე რომ დაემალოს ჩემთვის ან მოეტყუებინოს.

cc5036b7-eee7-400d-b3f6-40dc2ad3c95aბევრი დრო დაუთმეთ შვილებს – კარიერის და დედობის შეთავსება შესაძლებელია

ერთადერთი, რასაც მშობლებს ვურჩევ, ესაა ბევრი დრო დაუთმეთ თქვენს შვილებს. მე მთელი დღე ქეთასთვის მაქვს დათმობილი. ხანდახან კარიერაც და დედობაც შეიძლება შეუწყო ერთმანეთს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ქეთას ეს დრო მე ვჭირდებოდი და საერთოდ არ ვნანობ, რომ ეს წლები ქეთას მივუძღვენი და არა ჩემს კარიერას. იმიტომ, რომ ქეთამ ძალიან რთული წლები გაიარა. ასეთი ადვილი არაა იყო პატარა, მოსწავლე, პოპულალური.. არ ვნანობ, რომ მე ქეთას გვერდით ვიყავი. ისეთი არაფერი გამიკეთებია ქეთასთან მიმართებით, რომ ჩემი ნაბიჯს გადამწყვეტი როლი ეთამაშა ქეთას ცხოვრებაში. რაც მოხდა მის ცხოვრებაში, ყველაფერი თავისით მოხდა, ქეთასგან გამომდინარე და არა ჩემი მონდომებით და ჩარევით. მაინც ყველას თავისი შეხედულება აქვს შვილის აღზრდასთან დაკავშირებით. მეტი დრო დაუთმონ შვილებს ეს ყველაზე მთავარია. ბევრ დროს რომ დაუთმობენ მერე უფრო სხვანაირად აღზრდიან. ახლანდელ ბავშვებს სჭირდებათ, მშობლის გვერდით დგომა და მეტი რაღაცების სწავლება. ასევე, ვურჩევ იყვნენ მეგობრულები შვილების მიმართ, არც მეტი სიმკაცრე შეიძლება, ზომიერება ყველგან სწორია. რამდენჯერმე ზედმეტად მკაცრი შეიძლება ვიყავი და იმ მომენტში ქეთა არ იმსახურებდა ამ შენიშნვას და ვნანობ კიდეც.

მშობელი ყურადღებიანი უნდა იყოს. ჯერ უნდა აღმოაჩინო შენს შვილში რა ნიჭი აქვს უნდა იზრუნო, იბრძოლო ხელი შეუწყო რა ნიჭსაც აღმოაჩენს. ეს ყველაფერი ქეთას შემთხვევაში თავისით მოვიდა, არც მიფიქრია დ არც მიოცნებია ამაზე, სრულიად შემთხვევით მოხდა. ხელი შეუწყეთ შვილებს თუ საშუალება გაქვთ და დრო უნდა გამოძებნოთ!

საინტერესო ინფორმაცია მოსწავლის მშობლებისათვის

ქეთი არის© გიგოლაშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური