GE

რექტორი და მინისტრი უნივერსიტეტის ეზოს ნაცვლად პირველკურსელებს აუდიტორიაში აჯილდოებენ

თსუ–ის პირველკურსელების დაჯილდოება ამ წუთებში უნივერსიტეტის დავით აღმაშენებლის სახელობის აუდიტორიაში მიმინარეობს.

მას შემდეგ, რაც საზეიმო ღონისძიება მიმდინარე აქციის გამო ჩაიშალა და რექტორს და განათლების მინისტრს სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მიეცათ, პირველკურსელთა დაჯილდოების ცერემონიალის გამართვა უნივერსიტეტის შენობაში გადაწყდა.

ამ წუთებში მინისტრი და რექტორი პირველკურსელებს სწავლის დაწყებას ულოცავენ. მათ სტუდენტებსაც მიმართეს:

“ღია კარის მტვრევა არაა კარგი, უნდა გადავიდეთ დიალოგის რეჟიმში. არანაირი დიქტატურა. დიქტატურა აქ არ გავა, მხოლოდ დიალოგი”.

“აუდიტორია 115″–ის საპროტესტო აქცია კი გრძელდება.

ქეთი გიგოლაშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური