GE

რის სწავლას ისურვებდნენ მოსწავლეები საქართველოს სკოლებში

სრული საშუალო განათლება საქართველოში 12 წლიან სწავლებას გულისხმობს. ამ დროის განმავლობაში, მოსწავლეები სხვადასხვა საგნებს სწავლობენ და როგორც საქართველოს ეროვნულ სასწავლო გეგმაში წერია, სხვადასხვა დისციპლინებში საბაზისო ცოდნას იღებენ. იმისთვის, რომ სკოლას მოსწავლის მრავალმხრივი ინტერესებისთვის მეტად ეპასუხა, საქართველოში სამოქალაქო განათლების სწავლებაც დაინერგა, თუმცა ამის მიუხედავად, მოსწავლეთა ნაწილი ამბობს, რომ სასკოლო სწავლება სრულად ვერ აირეკლავს და აკმაყოფილებს მათ მისწრაფებებს, საჭიროებებს და ინტერესებს.

დამამთავრებელი კლასის მოსწავლეების EDU.ARIS.GE–სთან საუბარმა  საუბარმა აჩვენა, რომ საშუალო საფეხურზე მყოფ მოსწავლეებს, მეთერთმეტე-მეთორმერე კლასებში, სკოლისგან პროფესიული არჩევანის გაკეთებისთვის საჭირო ინფორმაციას მიღება სურთ.

„ვისურვებდი, სკოლაში მიგვეღო ინფორმაცია სხვადასხვა პროფესიების შესახებ, გვცოდნოდა, რომელი პროფესიაა უფრო მეტად მოთხოვნადი და სად შეიძლება ამა თუ იმ მიმართულებით კარგი განათლების მიღება“, – გვითხრა მეათე კლასის მოსწავლე ნინი კასრაძე.

მის მსგავსად ფიქრობს მარიამ მამისაშვილიც.

„აუცილებელია ვიცოდეთ, რა განსხვავებებია უნივერსიტეტებს შორის. რას უნდა მივაქციოთ ყურადღება“, – ამბობს მარიამი.

საგულისხმოა, რომ სამმართველო (პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის სამმართველო), რომელიც მაღალი კლასის მოსწავლეებს სწორედ მათ მიერ დასახელებული მიმართულებით უნდა ეხმარებოდეს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მინისტრ ჯეჯელავას გადაწყვეტილებით, ცოტა ხნის წინ გაუქმდა. ჯერ უცნობია, თუ ვინ იკისრებს ამ ფუნქციის შესრულებას, სკოლა, თუ სხვა უწყება.

პროფორიენტირების გარდა, მოსწავლეების წავლების შემოტანას სხვა მიმართულებითაც ემხრობიან. თეოლოგია, ფსიქოლოგია, ფილოსოფიაეს ის მეცნიერებები, რომლებიც ჩვენ მიერ გამოკითხული ახალგაზრდებს უმრავლესობას გამორჩეულად აინტერესებს.
„გამიხარდებოდა სკოლაში ლიტერატურათმცოდნეობას, ფილოსოფიას, კინემატოგრაფიას და თეოლოგიის შესავალ ნაწილს მაინც რომ ვსწავლობდეთ“, – გვითხრა მეათე კლასის მოსწავლე ელენე ბედოშვილმა.

„სიმართლე გითხრა, იმდენად დატივრთული ვარ ყოველდღე 7 გაკვეთილით, რომ არაფერს დავამატებდი, მაგრამ ჩანაცვლება რომ შემეძლოს, მათემატიკას ჩავანცვლებდი ფსიქოლოგიით, ქიმიას ხალხთან ურთიერთობით. მოკლედ, ისეთ საგნებს ავიღებდი, რაც მართლა გამომადგება მომავალში“, – გვითხრა ლუკა ზედაშიძემ, რომელიც სკოლას ერთ წელში ამთვარებს.

სკოლაში ფსიქოლოგიის სწავლის სურვილი აქვსმე-11 კლასის მოსწავლე მედეა ალავერდს.

„მე ფსიქოლოგია მაინტერესებს და ვისურვებდი, რომ ფსიქოლოგიის შესავლის სწავლა შემეძლოს, თუნდაც არჩევით საგნად და თუნდაც მხოლოდ დამამთავრებელ კლასში“, – გვითხრა მედეამ.

ფსიქოლოგია მე-12 კლასელ მარიამ სადუნაშვილსაც აინტერესებს.

„მე მომავალში ფსიქოლოგობას ვაპირებ და ძალიან გამიხარდებოდა, თუ სკოლაში ამ საგნის სწავლა შემეძლებოდა. ზოგადად კი, მე-12 კლასში მოსწავლეებს უნდა შეეძლოთ ის საგნები ისწავლონ, რომლებიც მათთვის სასურველ პროფესიასთან არის შესაბამისობაში“, – ამბობს მარიამი.

მარიამის აზრს სხვა მოსწავლეებიც იზიარებენ. EDU.ARIS.GE-სთან საუბარში თითქმის ყველა მათგანი ამბობს, რომ მე-12 კლასში საგნების სასურველი პროფესიის  შესაბამისად არჩევის მომხრეა.

თამარ სანიკიძე: პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის პროგრამის საჭიროებას დღესაც ვხედავ

ვის უშვებს განათლების სისტემიდან ჯეჯელავა – გათავისუფლდება 250-მდე ადამიანი

სწავლა სროლის ხმების ფონზე – რეპორტაჟი ერგნეთის სკოლიდან

მოამზადა გვანცა დოლუაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური