GE

როდის და სად გაჩნდა პირველი უნივერსიტეტი?

რა იყო იდეა?  რატომ ეწოდა სწავლების ორგანიზაციის გარკვეულ ფორმას უნივერსიტეტი?  სწავლა-სწავლება, რა თქმა უნდა, მანამდეც არსებობდა, მაგრამ უნივერსიტეტის პირველი ჩანასახი  გაჩნდა ბოლონიაში 1088 წელს, (თარიღი არ არის დაზუსტებული) 1208  წელს  კი პარიზში.   როგორც ვთქვით, სწავლა-სწავლების პროცესი მანამდეც არსებობდა, თუმცა  ეს ხდებოდა რელიგიურ სივრცეში,  ამიტომ ის არ იყო თავისუფალი რელიგიური დოგმებისგან.

უნივერსიტეტის წარმოშობა დაუკავშირდა სამართლის სწავლებას და წერილობითი სამართლის კვლავ აღორძინებას მე-11 საუკუნის იტალიაში. პირველი ლექტორიც სწორედ  იურისტი გახლდათ, რომელიც მეფის კარზე არსებული კანცელარიის მოხელე იყო.

რელიგიური დოგმატიკისგან თავისუფალი სწავლება –  ეს იყო უნივერსიტეტის პირველი მახასიათებელი.  მეორე ფაქტორი  იყო ის, რომ სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული სტუდენტები ქმნიდნენ ასიოციაციებს,   რომლებსაც “ნეიშენ” ეწოდებოდა, ისინი აფორმებდნენ ჯგუფურ კონტრაქტებს ლექტორებთან (მაგისტრი).

მაგისტრები, თავის   მხრივ, დებდნენ ფიცს,  რომ მხოლოდ ბოლონიაში ასწავლიდნენ და სხვაგან არ წავიდოდნენ.  სტუდენთა ასოციაციები პირველად  ბოლონიაში გაჩნდა. თუ უნივრსიტეტს ასეთი სახით განვიხლავთ, მაშინ ბოლონია უნდა მივიჩნიოთ პირველ უმაღლეს სასწავლებლად, ხოლო კლასკური სახით სტუდენთა და მასწავლებელთა ასოციაცია  პარიზში გაჩნდა 1208 წელს.

მეცნიერებში არსებობს ასეთი მოსაზრება,  რომ სწავლების ასეთი ფორმა ისლამური, კერძოდ კი, არაბული სწავლების სტილიდან შემოვიდა. ამერიკელი ისლამისტი, მაკდისი ასკვნის, რომ უნივერსიტეტი მაინც ევროპული ქრისტიანული პროდუქტია იმ თავისუფლების გამო, რაც მათ პაპისგან და მეფისგან მიიღეს,  (1155 წელს ფრიდრიხ პირველმა გამოსცა აკადემიური თავისუფლების აქტი  ბოლონიის უნივერსტეტისთვის, გამოიყვანა ის ადგილობრივი ხელსუფლების კონტროლისგან და მიანიჭა ავტონომია) თუმცა, მაკდისის აზრით, კოლეჯები წმინდა ისლამური სტილის ინსტიტუტებია.

ვინ იყვნენ ლექტორები:

მე-11 საუკუნეში,  ყველას, ვინც მიიღებდა ლიცენზიას მთავრობიდან და აიყვანდა მოსწალეებს  ავტომატურად  ხდებოდა მაგისტრი. (ლექტორი). მოგვანებით, მე-13 საუკუნეში შემოვიდა სამეტაპიანი გამოცდა: რომელიც უნდა გაევლო მაგისტობის მსურველს. პირველი გამოცდა გულისხმობდა კოლეგების მიერ კანდიდატის მოღვაწეობის განხილვას, მეორე ეტაპზე ხდებოდა ცოდნის შემოწება, ასევე კოლეგა მაგისტრების მხრიდან.  მესამე ეტაპი კი იყო, ე.წ საჯარო  ინაუგურაცია.

როგორი იყო  სასწავლო გარემოშენებობი

მე-11 – მე-12 საუკნეში უნივერსიტეტებს არ  ჰქონდათ  შენობები –  მაგისტრები (ლექტორები) საკუთარ  სახლებში ამზადებდნენ სტუდენტებს.  მე-14 საუკუნეში პარიზის თეოლოგიის ფაკულტეტმა დაიწყო ცალკე შენობების დაქირავება.  უნივერსიტეტებს შორის  პირველს საკუთარი შენობა  ჰქონდა ოქსფორდს 1320წ.

სტუდენტები

სტუდენტად გახდომა შეეძლო ნებისმიერ მსურველს,  არ არსებობდა რაიმე კრიტერიუმი ან შეზღუდვა,  არც ასაკობრივი და არც ცოდნის მხრივ (არის ცნობა, რომ ბოლონიის უნივერსტეტში ბრმა სტუდენტებიც კი იღებდნენ განათლებას) ერთადერთი მოთხოვნა იყო,  რომ სტუდენტი უნდა ყოფილიყო ქრისტიანი. რაც შეეხება სოციალურ სტატუსს, უმეტესობა იყო საშუალო ფენის,  თუმცა გარკვეულ კვოტები იყო დაბალი ფენის წარმომადგენლებზეც. მაგალიად, ბოლონიის უნივერსტეტში სტუდეტების 20%-ს დაბალი ფენის ახალგაზრდები შეადგენდნენ.

მსოფლიოს ყველაზე უცნაური და უჩვეულო სასწავლო დაწესებულებები

მსოფლიოს 7 ყველაზე ძვირადღირებული და საოცნებო უნივერსიტეტი

მსოფლიოს ტოპ-10 ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტი – 2015 წლის რეიტინგი

15 ყველაზე ლამაზი უნივერსიტეტი მსოფლიოში

ამერიკული უნივერსიტეტები მსოფლიო რეიტინგში მოწინავე პოზიციებს კარგავენ

მუხრან გულიაშვილი – სასკოლო კვლევების ცენტრი

გამოყენებული ლიტერატურა: A history of University in Europe  Walter Rugger I Volume

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური