GE

როდის დაიწყება და დასრულდება 2016 წლის ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება

2016 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები დასრულდა. შედეგების გამოქვეყნება კი თანმიმდევრულად, ნაშრომების გასწორების შემდეგ დაიწყება.

როგორც EDU.ARIS.GE-ს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განუცხადეს, ზუსტი თარიღების დასახელება ამ ეტაპზე ვერ მოხდება. თუმცა, შედეგების დადება ივლისის ბოლო კვირას დაიწყება და ეტაპობრივად გაგრძელდება, იმის მიხედვით, თუ რომელი საგნის ნაშრომების გასწორებას დაასრულებენ გამსწორებლები.

წინასწარი ინფორმაციით, ზაფხულის გამოცდების შედეგების გამოცხადება აგვისტოს თვეში დასრულდება. ამავე პერიოდში უნდა გამოქვეყნდეს საერთო სამაგისტრო, საგრანტო და მასწავლებელთა საგნის გამოცდის შედეგებიც.

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც აბიტურიენტების განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს პრიორიტეტული სიის ცვლილებას უკავშირდება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ჩამონათვალში ფაკულტეტების წაშლა და დამატება აბიტურიენტებს აპელაციის განაცხადების შეტანის დასრულების დღემდე შეეძლებათ. რაც შეეხება თავად აპელაციას და მის ვადებს, ის გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ გამოცხადდება.

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური