GE

როდის გამოქვეყნდება 2016 წლის უფასო ფაკულტეტების სია – მინისტრის კომენტარი

ერთიანი ეროვნული გამოცდები 2016  ორ დღეში დაიწყება,  თუმცა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული სასწავლო პროგრამების ჩამონათვალი ჯერ კიდევ არ გამოუქვეყნებია. ყოფილი მინისტრი თამარ სანიკიძე სიის გამოქვეყნებას ჯერ კიდევ აპრილის თვეში გეგმავდა, თუმცა, როგორც ახლანდელმა მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ  EDU.ARIS.GE-თან საუბარში აღნიშნა, საბოლოო სიის გამოქვეყნებას კიდევ დრო სჭირდება. როგორც მინისტრმა გვითხრა, ფაკულტეტების ჩამონათვალის გამოქვეყნების გაჭიანურებას ტექნიკური ხასიათი აქვს და მასში ფუნდამენტური ცვლილებები წელს არ იგეგმება.

,,ტექნიკური და იურდიული ნიუანსების დაზუსტება ხდება და უახლოეს დღეებში  უფასო მიმართულებების სიას გამოვაქვეყნებთ. წელს ფუნდამენტურად არაფერი იცვლება. თუმცა შემდგომში, მომავალ წლებში, შრომის ბაზრის მოთხოვნებთან ერთად უნდა დავხვეწოთ ეს სისტემა.  გერმანული მოდელები, რომელზეც  ვსაუბრობთ  ნაწილობრივ  გულისხმობს იმასაც, რომ დაფინანსება უნდა იყოს დინამიური.  არა ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვეტილი,  არამედ დინამიურად უნდა მოხდეს ცვლილებები, იმის გათვალისწინებით, თუ რა სპეციალობის კადრი ესაჭიროება შრომის ბაზარს,”- გვითხრა ჯეჯელავამ.

EDU.ARIS.GEს კითხვაზე, უფასო ფაკულტეტების გამოქვეყნების დაგვიანების გამო, ხომ არ შეექმნებათ პრობლემა 2016 წლის აბიტურიენტებს, განათლების სამინისტროში შემდეგი შინაარსის პასუხი გაგვცეს:

”მთავარია, რომ უფასო ფაკულტეტები იქამდე გამოქვეყნდეს, ვიდრე აბიტურიენტებს პრიორიტეტული ფაკულტეტების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის უფლება ექნებათ, სხვა შემთხვევაში ფაკულტეტების გამოქვეყნებას აზრი დაეკარგება.”

შეგახსნებთ, 2015-2016 სასწავლო წელს პროგრამული დაფინანსება 8 სახელმწიფო უნივერსიტეტმა მიიღოწინა წელს  5 653 ადგილი იყო გამოყოფილი.

აქვე გთავაზობთ გასული წლის სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული ფაკულტეტების ჩამონათვალს

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

ეკა არის© წივწივაძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური