GE

როდის განახლდება მაღალმთიანი აჭარის სკოლებში სასწავლო პროცესი

აჭარაში კვლავ უამინდობაა. დიდთოვლობის გამო შუახევის რაიონის 22 სკოლაში დღეს სასწავლო პროცესი ვერ განახლდა, ხოლო ხულოს რაიონში სწავლება 6 საჯარო სკოლაში შეწყდა. უგზოობის გამო პრობლემები შეექმნათ ქედის 12 და ხელვაჩაურის 4 სკოლაში.

მაღალმთიანი აჭარის სკოლებში გაცდენილი გაკვეთილების აღდგენა დასვენების დღეებში მოუწევთ.

„მთელი ღამე თოვდა და დილიდან ქარ-ბუქია, ამის გამო მოსწავლეებმა სკოლებში მისვლა ვერ მოახერხეს და სასწავლო პროცესი 22 სკოლაში შეწყდა. ამ შაბათ-კვირას გზები გაიწმინდება და ჩაშლილი გაკვეთილები მომავალ შაბათს აღდგება“, – განაცხადა  EDU.ARIS.GE-სთან საუბრისას შუახევის რაიონული რესურსცენტრის უფროსმა ედუარდ გოგრაჭაძემ.

მოამზადა თამუნა ხოზრევანიძემ

edu.aris.ge საგანმანათლებლო ინტერნეტ-პორტალი