GE

როგორ გავაკეთოთ სახალისო და უნიკალური სათლელი

ალბათ, შეამჩნიეთ რომ  საკანცელარიო ნივთების დიზაინი, ხშირ შემთხვევაში, არასაინტერესო და მოსაწყენია. მაგრამ თქვენ უპრობლემოდ შეგიძლიათ ამის გამოსწორება. მაგალითად, ჩვეულებრივი სათლელი შეგიძლიათ დაამგვანოთ რვეულის ფურცელს. ამ იდეის განხორციელებაში კი დაგეხმარებათ მოკლე ინსტრუქცია.

დაგჭირდებათ:

  • 1 დიდი ზომის ტიკ-ტაკის კონტეინერი;
  • მაკრატელი;
  • 1 პატარა ზომის სათლელი;
  • წებო;
  • სამხატვრო თიხა;
  • ცომის გასაბრტყელებელი;
  • საკანცელარიო დანა ან სხვა ბასრი ნივთი (მაგ.: რკინის სახაზავი)
  • სახაზავი;
  • ფერადი პასტები ან მარკერები;
  • საღებავები და წვრილი ფუნჯი.

მიჰყევით ინსტრუქციას:

1.დააცარიელეთ და გაასუფთავეთ ტიკ-ტაკის კონტეინერი

1

2

2. მოხადეთ თავსახური და ერთი მხრიდან მაკრატლით ამოჭრით ზედმეტი პლასტმასი ისე, როგორც ნაჩვენებია ფოტოზე. ეს კეთდება იმისათვის, რომ ფანქრის ნათალი სათლელში არ გაიჭდოს.

3. ჩააწებეთ სათლელი კონტეინერის თავსახურში3

4. აიღეთ ცომის გასაბრტყელებელი და გააბრტყელეთ სამხატვრო თიხა

4  5

 

5. გაახვიეთ კონტეინერი თიხაში. ზედმეტი თიხის მოცილება შეიძლება საკანცელარიო დანის ან, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები, რკინის სახაზავის საშუალებით. ხარვეზების გამოსასწორებლად გამოიყენეთ თქვენი თითები. სასურველია, რომ კონტეინერს კუთხეებში მომრგვალებული ოთხკუთხედის ფორმა ჰქონდეს.

6. სახაზავისა და ფერადი პასტების გამოყენებით გაავლეთ ხაზები ისე, რომ თქვენი ახალი სათლელი ჰგავდეს რვეულის ფურცელს.

6

7. იმისათვის, რომ სათლელის დიზაინი უნიკალური გახდეს, შეგიძლიათ რამე დააწეროთ, ან უბრალოდ მიახატოთ საყვარელი სახე. ამისათვის გამოიყენეთ მარკერები ან საღებავები.

7

და ის მზად არის!

8

გახსოვდეთ, რომ სამხატვრო თიხის, ტიკ-ტაკის კონტეინერისა და თქვენი უსაზღვრო ფანტაზიის გამოყენებით, თქვენ შეგიძლიათ ძველ სათლელებს უამრავი ახალი და სახალისო დიზაინი მოუფიქროთ.

9

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური