GE

როგორ გავიგოთ ეროვნული გამოცდების შედეგი ვებ-გვერდისა და SMS-ის საშუალებით

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აპლიკანტებისათვის 2015 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნებისა და პროცედურების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

ეროვნული გამოცდების შედეგები აგვისტოს ბოლოს გამოქვეყნდება. აბიტურიენტთა შედეგების ნახვა შესაძლებელია ვებგვერდებზე: www.naec.ge; www.online.naec.ge და მოკლე ტექსტური შეტყობინებით.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სისტემაში შესასვლელად აპლიკანტმა შესაბამის ველში უნდა მიუთითოს პირადი ნომერი და საგამოცდო საინდენტიფიკაციო ნომერი. იქვე იქნება განთავსებული ნაშრომის სკანირებული ასლი და კონკრეტულ დავალებაში მიღებული ქულა.

მათივე განმარტებით, შედეგების გაგებას აბიტურიენტები მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეძლებენ, ამისათვის აპლიკანტმა მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი, ბილაინი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი (ბარათზე წითლად მითითებული) უნდა გააგზავნოს ნომერზე 93333 (მომსახურების საფასური 50 თეთრი ჩამოიჭრება ანგარიშიდან).

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური