GE

როგორ შევადგინოთ წარმატებული სამოქმედო გეგმა მოსწავლეებისგან შედეგის მისაღებად – 10 ნაბიჯი

ეს ტექნიკა შეიძლება გამოიყენოთ როგორც საკლასო ოთახში, მოსწავლეებთან მიზნის მისაღწევად, ისე საკუთარი მიზნის განსახორციელებლად. რჩევები დაეხმარება მოსწავლეებს სკოლაში და უნივერსიტეტში სწავლის დროს, ასევე კარიერის აწყობის მიმართულებით.

მაშ ასე, გთავაზობთ 10 რჩევას, როგორ შევადგინოთ სამოქმედო გეგმა წარმატების მისაღწევად:

1. გამოიყენე ზმნა-არსებითი სახელის კონსტრუქცია – სამოქმედო გეგმამ სტუდენტი უნდა აიძულოს გააკეთოს ის, რაც სიაში აქვს და არ იყოს მხოლოდ ამ სიის ჩვეულებრივი ნაწილი. ყველა პუნქტი უნდა იწყებოდესზმნით. მაგ: დაესწარი გაკვეთილს, გადახედე მასალებს გამოცდამდე, დაარულე საშინაო დავალება ამაღამ. და ა.შ

2. დაგეგმე სტრატეგიულად და ტაქტიკურად – გეგმის სტრატეგიული ნაწილი მოითხოვს დასახული მიზნის ფართო სურათის შექმნას გონებაში. მაგ: ინგლისური ენის შესწავლა, ლაბორატიული ცდის ზუსტი ანგარიშის დაწერა, გაწევრიანება სიმღერის გუნდში. ტაქტიკური ნაწილი გვეხმარება მიზანის საფეხურებად დაყოფაში, რაც თავის მხრივ, მიზნის მიღწევის ხელშემწყობია.

3. აღიარე როცა დახმარება გჭირდება – ზოგჯერ, მოსწავლემ შესაძლოა ვერ განახორციელოს თავის მიზანი, რადგან მას შეიძლება დახმარება დასჭირდეს. მაგ: შეიძლაბა მოსწავლეს მათემატიკაში აქვს დაბალი ქულა და მიზნის მისაღწევად ესაჭიროება სწრაფშემსწავლელი კურსის გავლა, ან კერძო მასწავლებელი.

4. შეჩერდი და გადააფასე – თვეში ერთხელ უნდა მოხდეს გეგმის გადაფასება, რადგან ზოგჯერ გარემოებები იცვლება, რაც გავლენას ახდენენ მოსწავლეების მიზნებზე. ამიტომ, საჭიროა გადაფასება და გეგმაში შესაბამისი ცვლილებების შეტანა.

5. გადახედე სამოქმედო გეგმას რეგულარულად – საუკეთესო საშუალებაა, თუ ჩვენი გეგმა ახლოს გვექნება და ხშირად შევძლებთ მის გადახედვას, რაც დაგვეხმარება ჩევნს მიერ გადასადგმელი ნაბიჯების განხორციელებაში. გეგმა შეიძლება გვქონდეს სამუშაო მაგიდაზე, თვალსაჩინო ადგილას, ან სმარტფონში.

6. გეგმის განსახორციელებლად დროში გაწერეთ საფეხურები – ზოგიერთი სამოქმედო გეგმები და სამოქმედო საკითხი შეიძლება იყოს მიმდინარე, ზოგიც კონკრეტულ დროში შესასრულებელი. თუ კურსებს გადიხართ რაიმე საკითხში, იქ გარკვეულ დროის მონაკვეთში უნდა შეასრულოთ დავალებები.

7. წარმატების მისაღწევი ფაქტორების დადგენა – სამოქმედო ელემენტის შექმნა არის გასაღები მიზნის განსახორციელებლად, მაგრამ ასევე, მინშვნელოვანია გზა, რომელიც მოსწავლემ მიზნის მისაღწევად უნდა გაიაროს. თუ მოსწავლე დაბალ ქულას იღებს, ამისთვის საჭიროა გამოირკვეს რა უშლის მას ხელს მაღალი ქულის მიღებაში, შეიძლება, იგი დიდ დროს უთმობს ინტერნეტში თამაშებს, ან და-ძმაზე უნდა იზრუნოს, ან იმუშაოს სახლის გარეთ… ხოლო როდესაც მიზეზს მივაგნებთ, რომელიც ხელს უშლის მოსწავლეს წარმატების მიღწევაში, ამის შემდეგ შევძლებთ დავეხმაროთ მას გეგმის სწორად აწყობაში.

8. ჩართეთ მშობლები და ოჯახი – მშობლების ხელშეწყობას შეუძლია დაეხმაროს მოსწავლეებს მიზნის მიღწევაში.

9. მთავარი მიზნის პროგრესია და არა სრულყოფა – რაც საშუალებას აძლავს მოსწავლეებს იზეიმონ მიღწევებით, წარმატებებით და გაგრძელონ თავიანთი მიზნების განხორციელება.

10. გაერთეთ! – არ არის აუცილებელი, ყველა მიზანი აკადემიური იყოს. მოსაწვლეს შეუძლია შექმნას სამოქმედო გეგმა დასვენებისთვის და გართობისთვის. ერთ-ერთ მოსწავლეს სამოქმედო გეგმაში შეტანილი ჰქონდა მიზანი, რომელიც „moonwalk”-ის შესწავლას გულისხმობდა.

edweek.org

ი.გ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური