GE

როგორ ვისწავლოთ უფრო ნაყოფიერად

თუ იცით, როგორ უნდა ისწავლოთ უფრო ეფექტურად, შეძლებთ აითვისოთ უფრო მეტი, გაიუმჯობესებთ ტესტების შედეგებს და სწავლაზე დახარჯული ყოველი წუთი ნაყოფიერი იქნება. უფრო ნაყოფიერი სწავლების ცოდნა ნიშნავს, იცოდეთ, როგორი მეთოდი მუშაობს თქვენთვის საუკეთესოდ და გამოიყენოთ საკუთარი თავის ძლიერი მხარეები თქვენს სასარგებლოდ. ამისათვის რამდენიმე მარტივ და ეფექტურ ნაბიჯს გთავაზობთ:

დაიწყეთ მომზადება – გაარკვიეთ, რა გიშლით ხელს სწავლისათვის შესაფერის განწყობაზე დადგომაში. თავში შეიძლება, ბევრი რამ გიტრიალებდეთ. გაერკვიეთ, რა საკითხები გაწუხებთ და ჩამოწერეთ ფურცელზე. შემდეგ დაგეგმეთ, როგორ და როდის გადაჭრით მათ. ამის შემდეგ შეძლებთ მოდუნებას და სწავლაზე კონცენტრირებას.

შეარჩიეთ კარგი ადგილი სასწავლებლად – ასეთი ადგილი შეიძლება თითოეული ადამიანისთვის სხვადასხვა იყოს. ეს შეიძლება იყოს ღია ცის ქვეშ ან დახურულ ოთახში, ტერასაზე ან ბაღში. დარწმუნდით, რომ ადგილი შესაფერისი და კომფორტულია სწავლისათვის და არა ძილის ან ოცნებისთვის.

თუ ოთახში სწავლას გადაწყვეტთ, აუცილებლად დაალაგეთ – სუფთა და ორგანიზებულად დალაგებული სასწავლო მაგიდა მოტივაციას გაგიწევთ სასწავლად. მოაწესრიგეთ მაგიდა, მოიშორეთ ზედმეტი ნივთები და მოიმარაგეთ საჭირო მასალები, რათა მეცადინეობის პროცესში მათ მოსატანად ხშირად ადგომა არ დაგჭირდეთ. მათში იგულისხმება მარკერები, სტიკერები, წყლის ბოთლი, ყავა – თუ იგი გიყვართ სწავლის დროს და კომპიუტერი – თუ ის ნამდვილად გჭირდებათ: მისი მეშვეობით შეგიძლიათ ინფორმაციის მოძიება, ონლაინ კონსულტაცია და ა.შ. მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, რომ მასში ბევრი მაცდური და დროის განმფლანგველიც არის.

დარწმუნდით, რომ სწავლოისათვის საკმარისი დრო გაქვთ – მინიმუმ 30 წუთი მაინც უნდა გქონდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენმა გონებამ შეიძლება ერთგვარი „პროტესტი“ გამოხატოს, რომ ასე მცირე დროში ათვისება არ შეუძლია. ამისათვის კარგი იქნება, თუ ცხრილს შეადგენთ და დროის მიხედვით გათვლით ყველაფერს. დროთა განმავლობაში მას მიეჩვევით.

იქონიეთ სწორი დამოკიდებულება – განეწყვეთ პოზიტიურად და იქონიეთ იმედი, რომ ყველაფრის კარგად ათვისებას შეძლებთ. არასწორი დამოკიდებულება და პესიმიზმი თავს სწავლის დაწყებამდეც კი დამარცხებულად გაგრძნობინებთ, მობილიზებას დაგიკარგავთ და ყურადღებას გაგიფანტავთ.

ისწავლეთ სხვადასხვა განსხვავებული მეთოდით – მაგალითად: გააკეთეთ კონსპექტი; ჩამოწერეთ მნიშვნელოვანი ტერმინები პატარა ფურცლებზე და დაიხმარეთ მაგობრები, გამოგცადონ რამდენად კარგად იცით ისინი; გააკეთეთ სავარჯიშო ტესტები ან თავად შექმენით ისინი; გამოიგონეთ თამაშები სასწავლო მატერიალით თქვენს გუნდთან ერთად. ასეთი მრავალფეროვნებით უკეთ დაიმახსოვრებთ ვრცელ მასალას.

გამოიყენეთ არსებული რესურსები – ნუ დაგავიწყდებათ, რომ თქვენი სავარჯიშო წიგნების გარდა, მათი მრავალის სახე არსებობს. დაიხმარეთ ისინი სწავლის პროცესის უფრო ნაყოფიერად ქცევაში. მაგალითად: სკოლის ბიბლიოთეკა; ლექტორების საკონსულტაციო საათები, რომლებზეც ნებისმიერი გაუგებრობის ახსნაა შესაძლებელი; სასწავლო ჯგუფები და სხვა…

შეისვენეთ – ეს ისევე მნიშვნელოვანია, როგორც სასწავლ მასალაზე კონცენტრირება. გონება უკეთ იმუშავებს ყოველ საათში ან საათ-ნახევარში მცირეხნიანი შესვენების შემდეგ. ეს ნასწავლი მასალის გადამუშავების საშუალებას მოგცემთ და გონებას უფრო გაახალისებს. თორემ, თუ 6 საათის განმავლობაში გადაბმულად იმეცადინებთ, მხოლოდ თავის ტკივილს მიიღებთ შედეგად. ასე რომ, გაისეირნეთ, სუფთა ჰაერი ჩაყლაპეთ, წაიხემსეთ ან საყვარელი სასუსნავით დატკბით. შეგიძლიათ, საკუთარ თავს დროდადრო პატარა ჯილდოები დაუწესოთ. ვთქვათ, თუ ერთი საათის განმავლობაში პირველ თავს კარგად ისწავლით, საკუთარ თავს ფეისბუქზე 5 წუთით შევლის, ან ცოტა ხნით ტელეფონის ჩართვის უფლებას მიცემთ.

აღწერეთ, როგორია თქვენი სამეცადინო გარემო?

წყარო: wikihow.com

თ.ჟ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური