GE

როგორია სტუდენტების დასაქმების პოლიტიკა გორის უნივერსიტეტში

სტუდენტების უმრავლესობა სკოლის დასრულების შემდეგ, სწავლას უმაღლეს სასწავლებელში დასაქმებისა და შრომის ბაზარზე საკუთარი თავის დამკვიდრების მიზნით აგრძელებს. საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებასა და პროფესიული კარიერის დაწყებაში, უნივერსიტეტები პირდაპირი წესით სტუდენტებს იშვიათად ეხმარებიან, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებსაც საკუთარი სტუდენტების დასაქმების პოლიტიკა შემუშავებული აქვთ. ერთ-ერთი ასეთი გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტია. რას აკეთებს აღნიშნული უნივერსიტეტი იმისთვის, რომ საკუთარ სტუდენტებს სამსახურის მოძებნა გაუადვილოს – ამ საკითხზე EDU.ARIS.GE-ს ციური დურული, სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი ესაუბრა.

–გვითხარით, რას  აკეთებს  გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი  იმისთვის, რომ  სტუდენტებს გაუადვილდეთ  სამსახურის შოვნა?

unnamedც.დ: გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამები  ორიენტირებულია დასაქმების ბაზარზე, რაც გამოიხატება შემდეგში: საგანმანათლებლო პროგრამების კურსდამთავრებულები კონკურენტუნარიანები არიან საგანმანათლებლო და შრომის ბაზარზე. იმისათვის, რომ კურსდამთავრებულებმა შეძლონ დასაქმება ეკონომიკურ-საზოგადოებრივ სექტორში, უნივერსიტეტი პერმანენტულად ატარებს სხვადასხვა სახის ღონისძიებას.

 –უფრო კონკრეტულად რომ გვითხრათ, რა სახის ღონისძიებებზეა საუბარი?

ც.დ: საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სასწავლო გეგმები მოიცავს პრაქტიკის კომპონენტს, რაც საშუალებას აძლევს სტუდენტებს, ჯერ კიდევ სწავლის პერიოდში გამოიმუშაონ შეძენილი ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი; უნივერსიტეტში არსებობს დამსაქმებელთა ბაზა, სადაც შეყვანილია რეგიონის ყველა სამთავრობო, არასამთავრობო და საგანმანათლებლო უწყებათა შესახებ ინფორმაცია და მათი სავარაუდო ვაკანსიები;  უნივერსიტეტი ყოველ წელს მონაწილეობს დასაქმების ფორუმზე თბილისში, სადაც სტუდენტებს საშუალება აქვთ, უშუალოდ გაეცნონ პოტენციურ დამსაქმებლებს და მათ წინაშე მოახდინონ საკუთარი თავის და შესაძლებლობების პრეზენტაცია; ასევე, ტრადიციულად ყოველწლიურად, უნივერსიტეტში  ტარდება დასაქმების ფორუმი, სადაც მონაწილეობას იღებენ რეგიონის ორგანიზაცია -დაწესებულებები; უნივერსიტეტს, სტუდენტთა სტაჟირებისა და პრაქტიკის გატარების მიზნით, გაფორმებული აქვს ხელშეკრულებები შიდა ქართლის რეგიონის თითქმის ყველა ორგანიზაცია-დაწესებულებასთან; არსებობს სტუდენტების კატალოგის გამოცემის პრაქტიკა. კატალოგი ურიგდება დამსაქმებელს დასაქმების ფორუმებზე. ასევე გვაქვს სტუდენტთა მონაცემების ელექტრონული ბაზაც, რომელსაც ვაწვდით დაინტერესებულ დამსაქმებელს.

თუ  შეგიძლიათგაიხსენოთ  კონკრეტული  შემთხვევაროცა უნივერსიტეტის დახმარებით სტუდენტი  დასაქმდა?

ცდ: ასეთი შემთხვევები და მაგალითები მრავლად გვაქვს: ჩვენი სტუდენტები და კურსდამთავრებულები ხშირად საქმდებიან სპეციალობის შესაბამის ვაკანსიებზე, უნივერსიტეტის პარტნიორ დაწესებულებებში, ესენია ბანკები TBC, LIBERTY. ასევე იუსტიციის სახლი, სკოლები, მუზეუმები, ტურისტული სააგენტოები და ა.შ.

ჩვენი სტუდენტები ასევე აქტიურად მონაწილეობენ პროექტში „ისწავლე საქართველოსთვის“  და მუშაობენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლებში მასწავლებლებად. წარმატებული კურსდამთავრებულები და მაგისტრანტები ასევე დასაქმებულები არიან უნივერსიტეტში სხვადასხვა პოზიციაზე.

თუ გასცემს უნივერსიტეტი რეკომენდაციებს საკუთარ სტუდენტებზე და რამდენად ეხმარება ეს მათ მუშაობის დაწყებაში?

.: რა თქმა უნდა, უნივერსიტეტი სხვადასხვა დაწესებულებიდან მოთხოვნის შემთხვევაში, მიაწოდებს მათ ვაკანსიის შესაბამისი სპეციალობის წარმატებული სტუდენტების შესახებ ინფორმაციას. ამას გარდა, უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი ხშირად სტუდენტების  რეკომენდატორია ორგანიზაცია-დაწესებულებების წინაშე.

ხომ არ აპირებს უნივერსიტეტი საკუთარი დასაქმების პოლიტიკის შეცვლას?

.: უნივერსიტეტი ამ  მიმართულებით მუშაობის გააქტიურებას და გაძლიერებას გეგმავს. სერთაშორისო გამოცდილების – საზღვარგარეთის უნივერსიტეტებში არსებული კარიერული სერვისების შესახებ ცოდნის გაზიარება და დანრეგვა  ჩვენი ერთერთი უპირველესი ამოცანაა.

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური