GE

რომელ საგნებში დაფიქსირდა ყველაზე მეტი გასაჩივრება 2016 წლის პედაგოგთა გამოცდებზე

პედაგოგთა საგნის გამოცდის პირველადი შედეგები წინა წელთან შედარებით ნაკლებმა პედაგოგმა გაასაჩივრა. ამის შესახებ EDU.ARIS.GE-ს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ ივა მინდაძემ განუცხადა.

,,გასაჩივრების რაოდენობა არის ძალიან დაბალი. ზუსტად ციფრს ვერ გეტყვით, მაგრამ შემოსულია სულ რაღაც რამდენიმე ათეული ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის სააპელაციო განაცხადი. ასევე, რამდენიმე ათეული განაცხადია შემოსული სხვა საგნის პედაგოგების მხრიდანაც.

როგორც წესი, ყველაზე უფრო ხშირად, ქართული ენისა და ლიტერატურის და მათემატიკის პედაგოგები ასაჩივრებენ შედეგებს. მათემატიკაში ვგულისხმობ პირველი-მეექვსე კლასის მათემატიკის მასწავლებლებს, რომლებსაც აქვთ ღია დავალებები და უწევთ თხზულების დაწერაც. ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგები ყველაზე ხშირად იმ დავალებებს აპროტესტებენ, რომელიც არგუმენტირებულ მსჯელობას უკავშირდება”, – განაცხადა ივა მინდაძემ.

მისივე თქმით, აპელაციის შედეგები მომავალ კვირას, 25 აგვისტოსთვის, უკვე ცნობილი იქნება, რის შემდეგაც ეტაპობრივად გახდება ცნობილი თითოეული გამოცდის სტატისტიკური ანალიზი.

შეგახსენებთ, წელს საგნის გამოცდებზე 22 700-ზე მეტი პედაგოგი იყო დარეგისტრირებული მათგან 25% გამოცდაზე არ გამოცხადდა.

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

ეკა არის© წივწივაძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური