GE

რომელ სკოლას ჰყავს ყველაზე მეტი სერტიფიცირებული პედაგოგი საქართველოში

რაც უფრო მეტი სერტიფიცირებული პედაგოგი ჰყავს სკოლას, ითვლება, რომ მისი პრესტიჟი მით უფრო მაღალია. სერტიფიცირებულ პედაგოგებს სქემაში გადანაწილების შედეგად აქვთ უფროსი,  წამყვანი, მენტორი მასწავლებლის სტატუსი. არასერტიფიცირებულები პრაქტიკოსი პედაგოგის კატეგორიაში გადიან.

EDU.ARIS.GE-მ სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან გამოითხოვა ინფორმაცია, საქართველოს რომელ სკოლებში ასწავლის ყველაზე მეტი (10 და მეტი) სერტიფიცირებული პედაგოგი. მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ ყველაზე მეტი სერტიფიცირებული მასწავლებელი, 101, გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისის №51 საჯარო სკოლას ჰყავს, რომელთაგან 99-ს უფროსი მასწავლებლის სტატუსი აქვს, ხოლო 2 წამყვანი მასწავლებელია.

EDU.ARIS.GE განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე გთავაზობთ იმ სკოლების ათეულს, სადაც ყველაზე მეტი სერტიფიცირებული პედაგოგი ასწავლის.

სერტიფიცირებული პედაგოგების ოდენობა –  სკოლების ათეული

1.სსიპ – გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისის №51 საჯარო სკოლა. 99 უფროსი, 2 წამყვანი მასწავლებელი. სულ 101.

2.შპს  თბილისის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა-ლიცეუმი მწიგნობართუხუცესი. 79 უფროსი, 3 წამყვანი მასწავლებელი. სულ 82.

3.სსიპ – ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის №41 ფიზიკა – მათემატიკის საჯარო სკოლა. 72 უფროსი, 4 წამყვანი მასწავლებელი. სულ 76.

4.სსიპ – ჟიული შარტავას სახელობის ქალაქ რუსთავის №4 საჯარო სკოლა. 69 უფროსი მასწავლებელი.

5.შპს №1 სკოლა. ქუთაისი. 65 უფროსი, 2 წამყვანი მასწავლებელი. სულ 67.

6.სსიპ – ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა. 56 უფროსი, 8 წამყვანი მასწავლებელი. სულ 64.

7.სსიპ – ქალაქ თბილისის №147 საჯარო სკოლა. 64 უფროსი მასწავლებელი.

8.სსიპ – აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ქუთაისის №1 საჯარო სკოლა. 56 უფროსი, 2 წამყვანი მასწავლებელი. სულ 58.

9.სსიპ – ქალაქ თბილისის №175 საჯარო სკოლა. 58 უფროსი მასწავლებელი.

10.სსიპ – ქალაქ თბილისის №24 საჯარო სკოლა, 57 უფროსი მასწავლებელი. ამდენივე უფროსი მასწავლებელი ჰყავს ასევე შპს ქართულ-ამერიკული უმაღლეს სკოლას თბილისში.

რაც შეეხება წამყვანი მასწავლებლების რაოდენობას, ყველაზე მეტი, 8 წამყვანი მასწავლებელი, სსიპ – ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლას ჰყავს.

EDU.ARIS.GE  განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე იმ სკოლების ჩამონათვალსაც გთავაზობთ, სადაც ყველაზე მეტი წამყვანი მასწავლებელია.

წამყვანი მასწავლებლების ოდენობა 

1.სსიპ – ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა. 8 წამყვანი მასწავლებელი.

2.შპს ევროპული სკოლა. თბილისი. 6 წამყვანი მასწავლებელი.

3.სსიპ – აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა -მათემატიკის ქალაქ თბილისის №42 საჯარო სკოლა. 6 წამყვანი მასწავლებელი.

4.შპს ნიუტონის თავისუფალი სკოლა. თბილისი. 5 წამყვანი მასწავლებელი.

5.შპს საერთაშორისო აკადემია ლოგოსი. თბილისი. 4 წამყვანი მასწავლებელი.

6.შპს  საქართველოს სასწავლო ცენტრს ჯი-ელ-სი. თბილისი. 4 წამყვანი მასწავლებელი.

7.სსიპ – გენერალ გიორგი კვინიტაძის  სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი. ქუთაისი. 4 წამყვანი მასწავლებელი.

8.სსიპ – ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის №41 ფიზიკა – მათემატიკის საჯარო სკოლა. 4 წამყვანი მასწავლებელი.

9.შპს თბილისის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა-ლიცეუმი მწიგნობართუხუცესი, 3 წამყვანი მასწავლებელი (82 სერტიფიცირებული პედაგოგი).

10.სსიპ – აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის №53 საჯარო სკოლა, 3 წამყვანი მასწავლებელი. ამდენივე წამყვანი მასწავლებელი ჰყავს სსიპ – ქალაქ თბილისის №171 საჯარო სკოლას; სსიპ – ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ბათუმის №1 საჯარო სკოლას; შპს ქართულ-ამერიკული სკოლა. Georgian-American School, თბილისი; ა(ა)იპ ჩვენი სკოლას. თბილისი.

საქართველოში სულ 2085 საჯარო სკოლაა. კერძო – 237. აქედან სულ 645 სკოლას ჰყავს სერტიფიცირებული პედაგოგი. მათი მთლიანი რაოდენობა 17 491 -ია. აქედან 17 290 უფროსი, ხოლო  201  წამყვანი მასწავლებელია.

სერტიფიცირებულთა სრული სია სკოლების მიხედვით

მასწავლებელთა სქემაში 811 პედაგოგი დაწინაურდება

ცისანა არის© შერგილაშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური