GE

რომელ სპეციალობებსა და უნივერსიტეტებზე გაიზარდა მოთხოვნა 2016 წლის ეროვნულ გამოცდებზე

თსუ, ილიაუნი, ტექნიკური, სამედიცინო, თავისუფალი – 2016 წლის მოთხოვნადი უნივერსიტეტებია. რაც შეეხება სპეციალობებს, 2016 წელს, ყველაზე მეტმა აბიტურიენტმა ეკონომიკის, ბიზნესისა და სამართლის სპეციალობების დაუფლება ამჯობინა. ისევე როგორც წინა წლებში, ეს ფაკულტეტები ახალგაზრდებში კვლავაც განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს.

თუმცა, როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე ივა მინდაძე EDU.ARIS.GE-სთან საუბრისას ამბობს, წინა წლებისგან განსხვავებით, წელს საკმაოდ ბევრმა აბიტურიენტმა უპირატესობა საინჟინრო და აგრარულ ფაკულტეტებსაც მიანიჭა.

რაც შეეხება მოთხოვნად უნივერსიტეტებს, მისი თქმით, ამის გამოსავლენად არაერთი ფაქტორია გასათვალისწინებელი. მაგალითად, არის უნივერსიტეტები, სადაც ბევრი ადგილი და მსურველია, ასევე არის პატარა უნივერსიტეტები, სადაც ადგილების რაოდენობა ნაკლებია, მაგრამ ერთ ადგილზე უფრო მეტი ადამიანი მოდის, ვიდრე მსხვილ უნივერსიტეტებში. შესაბამისად, მინდაძის თქმით, დათვლის მეთოდს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

ივა მინდაძე: ეკონომიკური მიმართულებები კვლავ ძალიან პოპულარულია. როგორც ჩანს, აბიტურიენტები ეკონომიკის სფეროში დასაქმების მეტ შესაძლებლობას ხედავენ. ამაში ბიზნესის ადმინისტრირებასაც ვულისხმობ. ანუ ეკონომიკური ბლოკის საგნებს. ისევ ძალიან პოპულარულია სამართალი, სამედიცინო სფერო, ჟურნალისტიკა.

რაც შეეხება უნივერსიტეტებს? რომელ სასწავლებლებს მიანიჭეს 2016 წელს აბიტურიენტებმა უპირატესობა?

ი.მ: უნივერსიტეტები უფრო რთული სათქმელია, მაგრამ მსხვილი უნივერსიტეტები- ივანე ჯავახივილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიაუნი, თავისუფალი უნივერსიტეტი, ტექნიკური უნივერსიტეტი, სამედიცინო განსაკუთრებით პოპულარულია.

რა კრიტერიუმებით ლიდერობენ ეს უნივერსიტეტები?

ი.მ: მაგალითად, ჯავახიშვილის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტზე ძალიან ბევრი მოთხოვნაა. ასევე მაღალი მოთხოვნაა ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტეზე.

პროფესიის არჩევისას თუ გამოიკვეთა ტენდენცია, რაც წინა წლებში ნაკლებად შეინიშნებოდა?

ი.მ: ძალიან სასიხარულო და აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და აგრარული სპეციალობების მიმართ მზარდი ინტერესი შეინიშნება.

როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა ამ სპეციალობებისადმი ინტერესის ზრდა?

ი.მ: დარწმუნებით ვერ ვიტყვი, მაგრამ მგონია, რომ ახლაგრაზდები ამ სფეროებში დასაქმების უფრო მეტ შესაძლებლობას ხედავენ და გარდა ამისა, ე.წ. უფასო ფაკულტეტებმაც, როგოც ჩანს, საკმაოდ მნიშნველოვანი როლი ითამაშეს. შეიძლება ითქვას, ეს გახდა კატალიზატორი, რაც აბიტურიენტებს ამ სპეციალობების არჩევისაკენ უბიძგებს.

აბიტურიენტების განაცხადების რაოდენობა საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით – გამოცდები 2016

უფასო ფაკულტეტების ჩამონათვალი

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

თაკო არის© მათეშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური