GE

რომელ უნივერსიტეტს ჰყავს ყველაზე მეტი გრანტიანი მაგისტრანტი  2016–17 სასწავლო წელს

იმ მაგისტრების სია, რომელთაც 2016–17 სასწავლო წლისთვის საერთო სამაგისტრო გამოცდების საფუძველზე სახელმწიფო სასწავლო გრანტი მოიპოვეს, ნოემბერში გამოქვეყნდა.  895 სტუდენტი სახელმწიფოს დაფინანსებით ისწავლის მაგისტრატურაში. თითოეულს 100%-იანი დაფინანსება ექნება და 2 წლის მანძილზე სახელმწიფო სულ 4500 ლარს გადაუხდის. ჩვენ დავინტერესდით, საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლებიდან რომელმა უნივერსიტეტმა მიიღო ყველაზე მეტი გრანტმოპოვებული მაგისტრი.

ყველაზე მეტი გრანტიანი მაგისტრანტი თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს ჰყავს. როგორც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ EDU.ARIS.GE-სთვის მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, თსუ-ში ერთიანი სამაგისტრო გამოცდის საფუძველზე 308  გრანტიანი აბიტურიენტი ჩაირიცხა. 

გრანტიანი სტუდენტების რაოდენობით მეორე ადგილზეა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, სადაც 164 მაგისტრანტს დაუფინანსებს სწავლას სახელმწიფო. მესამე ადგილზეა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 126 გრანტიანი მაგისტრანტით.

მეოთხე ადგილზე 44 დაფინანსებული მაგისტრანტით საქართველოს  აგრარული  უნივერსიტეტი, ხოლო 30 გრანტიანი მაგისტრანტი 2016-2017 სასწავლო წლის პირველ კურსზე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს (ქ. ქუთაისი) ეყოლება.

გთავაზობთ სიას, რომელ უნივერსიტეტს რამდენი გრანტმოპოვებული მაგისტრანტი ჰყავს:

(სსიპ) იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ქ. თელავი)          9

GIPA – “საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი”     22

ა(ა)იპ “საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი”     2

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ქ. ქუთაისი)          30

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი            6

ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი  (ქ. ბათუმი)         2

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ქ. ბათუმი) 21

გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტი   1

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი       9

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი      308

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი     164

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი      7

კავკასიის უნივერსიტეტი            21

ნიუ ვიჟენ  უნივერსიტეტი          5

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი (ხულო) 6

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი (ხულო)         6

საქართველოს უნივერსიტეტი    16

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი            3

სსიპ – გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი  (ქ. გორი)   5

სსიპ – თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია    21

სსიპ – სასწავლო უნივერსიტეტი – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია (ქ. ბათუმი)     1

სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 126

სსიპ ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი (ქ.ბათუმი)           1

სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი           17

სსიპ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ქ.ახალციხე, ქ. ახალქალაქი) 3

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი  3

შპს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი (ქ. თბილისი, ქ. ბათუმი)  1

შპს საქართველოს ბანკის სასწავლო უნივერსიტეტი            9

შპს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ  17

შპს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი            7

შპს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი        7

შპს. სუხიშვილის სასწავლო უნივერსიტეტი  (ქ. გორი, ქ. თბილისი)        1

გრანტირებულ მაგისტრანტთა სია – საერთო სამაგისტრო გამოცდა 2016

ცისანა არის© შერგილაშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური