GE

სააპელაციო თანხების უკან დაბრუნებისთვის განაცხადების მიღება 2 ოქტომბრის ჩათვლით იწარმოებს

2015 წლის ერთიანი ეროვნული, საერთო სამაგისტრო საგამოცდო და პრაქტიკოს მასწავლებელთა საგნის გამოცდებზე ტესტის შეფასების თაობაზე საპრეტენზიო განაცხადის განხილვის საფასურის ზედმეტად/შეცდომით გადახდილი და შეფასების შეცლის (მომატება/დაკლება) შემთხვევაში გადახდილი საფასურის დაბრუნების თაობაზე განაცხადების მიღება წარმოებს 2015 წლის 3 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, განაცხადების მიღება იწარმოებს შემდეგ მისამართებზე:

  • ქ.თბილისში – მინდელის ქ. N9, 10:00 სთ-დან – 18:00 სთ–მდე.
  • რეგიონებში – საგანმანათლებლო რესურსცენტრებში.

განმცხადებელმა თან უნდა იქონიოს:

  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი;
  • ბანკის მიერ გაცემული საბანკო რეკვიზიტები, სადაც მითითებული იქნება ბანკის კოდი, ანგარიშის ნომერი და ანგარიშის დასახელება;
  • იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი სხვა პირია – კანონიერი წარმომადგენლის დამადასტურებელი დოკუმენტი.

იხ. განაცხადის ფორმები:

გაითვალისწინეთ!

იმ შემთხვევაში თუ საპრეტენზიო განაცხადის განხილვის საფასური გადახდილია:

  • საბანკო დაწესებულებაში ან ინტერნეტ ბანკინგის საშუალებით საფასური დაბრუნდება მხოლოდ გადამხდელის ანგარიშზე;
  • გადახდის შესაძლო სხვა საშუალებების გამოყენებით (თვითმომსახურების ტერმინალი, ვებგვერდის გამოყენებით,) საფასური დაბრუნდება მხოლოდ აპლიკანტის ანგარიშზე.
დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური