GE

„საატესტატო გამოცდების შედეგები შემაშფოთებელია, მაგრამ წარსულისგან განსხვავებული იმდენად არა“

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი საატესტატო გამოცდების შემდეგ დღემდე ღიად დარჩენილ კითხვას პირველად პასუხობს.

EDU.ARIS.GE შეეცადა მინისტრისგან მოეპოვებინა პასუხი, თუ როგორ აფასებს ის გამოსაშვები გამოცდების შედეგებს და საბოლოოდ, გასაჯაროვდება თუ არა მე–12 კლასის საატესტატო გამოცდებზე ჩაჭრილთა ჯამური რიცხვი.

„ეს არის მასწავლებლების მოტივაციის პრობლემების და სკოლაში შექმნილი პრობლემების სამწუხარო შედეგი, რაც 5 წლის წინ ხდებოდა და ამიტომ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძალიან გვინდა ხვალ და ზეგ ამ სიტუაციის გამოსწორება, თუმცა დღეს გაკეთებული ძალიან სწორი ნაბიჯები წლების შემდეგ იძლევა შედეგს.

შემაშფოთებელი მე ვიტყვი რომ არ არის, უფრო სწორედ, შემაშფოთებელი არის, მაგრამ წარსულისგან განსხვავებული არ არის იმდენად. ექსტერნატები გაიზარდა, ანუ ისინი, ვინც ცდილობს ადრე დაამთავროს სკოლა. აქ ისედაც ჩაჭრის ალბათობა უფრო მაღალია, ცხადია იმიტომ, რომ მოსწავლე მეთორმეტე კლასს გადაახტა, დანარჩენს თუ შევხედავთ, ტენტენცია არის საკმაოდ სტაბილური. კარგი არა, მაგრამ სტაბილური კი“,– განგვიცხადა მინისტრმა.

რაც შეეხება კონკრეტულ ციფრებს, ალექსანდრე ჯეჯელავამ მხოლოდ ის მონაცემი გამოყო, რაც აქამდეც ცნობილი იყო – კერძოდ ეროვნულ გამოცდებს გამოთიშული მე–12 კლასელების რაოდენობა.

„სამწუხაროდ ნაწილი აბიტურიენტებისა, ვისაც უნდოდა ჩაებარებინა უმაღლესში  ვერ გადალახა საატესტატო გამოცდები. ეს არის 2900 ადამიანი, აბიტურინეტი, რომელიც იყო რეგისტრირებული და აპირებდა უმაღლესში ჩაბარებას, მაგრამ  არ შეუწყო ხელი ამ ტესტირებამ.

რატომ გამოვყოფთ ამ ციფრს? თუ აპირებდა მოსწავლე  სწავლის გაგრელებაას  მაშინ მისი მოტივაცია არის უფრო  მაღალი და მომზადების ხარისხიც უფრო მაღალია. არ მინდა რომ შერბილებად გამოიყურებოდეს ეს ჩემი ნათქვამი. ამ მიმართულებით, რაც შეეხება დამამთავრებელი გამოცდების ჩაბარებას, ძალიან არასახარბიელო სიტუაციაა და მეორე მხრივ, მინდა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ამ სისტემაში რამდენიმეწლიანი ჩამორჩენაა“,– განმარტა მინისტრმა.

ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, სამინისტრო არ მალავს ჩაჭრილთა ჯამურ მონაცემებს და ჩვენთან საუბარში დაადასტურა, რომ ინფორმაცია სამინისტროს გამოცდების ცენტრისგან ერთი თვის წინ ნამდვილად ჰქონდა.

„მე არ ვიყავი ჯერ მინისტრი, როცა ვიცოდი საჯარო სივრციდან და ფეისბუქიდან ამ ჩაჭრილების შესახებ. ისე რომ არავინ არაფერს არ მალავს  და მე ამითი ვამაყობ. ჩემი პირობა არის რომ კონკრეტული ფაქტები ვთქვათ“.

მინისტრის ამ განცხადების შემდეგ, ჩვენ კიდევ ერთხელ ჩავეკითხეთ სამინისტროს სტატისტიკის გასაჯაროების შესახებ, სადაც გვიპასუხეს, რომ წელს საატესტატოზე  ჩაჭრილი მე–12 კლასელების ჯამურ რაოდენობას გაასაჯაროებენ, თუმცა დრო არც ამჯერად დაკონკრეტებულა.

„ხელისუფლება ვერ იტყვის, რომ განათლების ხარისხი გაიზარდა, რადგან ჩაჭრილთა რაოდენობა კატასტროფულად დიდია“

განათლების სამინისტრო საატესტატო გამოცდებში ჩაჭრილთა შესახებ ინფორმაციას ისევ მალავს

რატომ „ვერ დათვალა“ აქამდე საატესტატოზე ჩაჭრილ მოსწავლეთა რაოდენობა განათლების სამინისტრომ?

2016 წლის ეროვნულ გამოცდებს 3000-მდე აბიტურიენტი გამოეთიშა – მაია მიმინოშვილი საატესტატო გამოცდებს აჯამებს

ეკა არის© წივწივაძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური