GE

საავიაციო უნივერსიტეტის 10-მდე სტუდენტი “ეარფლეინ ტექნიკსში” დასაქმდება

“ეარფლეინ ტექნიკსმა” საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტთა მეორე ნაკადი შეარჩია, რომლებიც გადამზადების შემდეგ კომპანიაში დასაქმდებიან.

საავიაციო უნივერსიტეტის ცნობით, ამ ეტაპზე საინჟინრო ფაკულტეტის 10-მდე სტუდენტი შეირჩა, რომლებიც კომპანიაში სხვადასხვა მიმართულებით დაიწყებენ მუშაობას.

საავიაციო უნივერსიტეტი “ეარფლეინ ტექნიკსთან” მისი დაარსების დღიდან თანამშრომლობს. კომპანია რამდენიმე თვის წინ შეიქმნა და უკვე დაასაქმა უნივერსიტეტის 20-მდე კურსდამთავრებული. მისი ძირითადი საქმიანობა საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურებაა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური