GE

საავიაციო უნივერსიტეტის ორგანიზებით თელავის აეროპორტ „მიმინოში“ ავიასამოდელო შოუ გაიმართება

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის ორგანიზებით თელავის აეროპორტ „მიმინოში“ ავიასამოდელო შოუ გაიმართება.

შოუში საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სხვადასხვა სამოდელო კლუბის წევრებს და ახალგაზრდა გამომგონებლებს.

მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ სპეციალური სარეგისტრაციო ფორმა და მიუთითონ წარმოსადგენი საფრენი აპარატის მახასიათებლები.

ერთ საფრენ აპარატზე უნდა შეივსოს ერთი სარეგისტრაციო ფორმა. ერთდროულად რამდენიმე საფრენი აპარატის ერთ სარეგისტრაციო ფორმაში გაერთიანება დაუშვებელია.

სარეგისტრაციო ფორმის შესავსებად დააჭირეთ აქ.

რეგისტრაციის პროცესი უკვე დაიწყო და 31 მარტს დასრულდება. ამის შემდეგ საავიაციო უნივერსიტეტის სპეციალური ჯგუფი საუკეთესო კანდიდატებს შეარჩევს და მათ დაუკავშირდება.

ავიასამოდელო შოუ მაისში გაიმართება.

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ – 598 599 132 ან 597 104 735

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური