GE

საავიაციო უნივერსიტეტში კურსდამთავრებულთა გაცილების საზეიმო ღონისძიება გაიმართა

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში კურსდამთავრებულთა გაცილების საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

სტუდენტებს სიტყვით მიმართეს უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა სერგო ტეფნაძემ, საინჟინრო ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა გივი ცირეკიძემ და ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის დეკანმა გიორგი ევგენიძემ.

ცერემონია “რედბულმა” გააფორმა და მონაწილეებს სიმბოლური საჩუქრებიც გადასცა.

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი ულოცავს ყველა კურსდამთავრებულს და წარმატებას უსურვებს პროფესიულ საქმიანობაში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური