GE

საავიაციო უნივერსიტეტში სტუდენტთა მე-10 საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია გაიხსნა

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში სტუდენტთა მე-10 საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია გაიხსნა.

კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ ვარშავის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლები.

მომავლის ინჟინერიისა და ბიზნესის ადმინისტრირების სექციებში მოხსენებით სულ 62 ადამიანი გამოვა. მათ შორის იქნებიან როგორც საავიაციო და ვარშავის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სტუდენტები, ასევე ტექნიკური და სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრები, მაგისტრები და დოქტორანტები.

ასევე, ვიზიტის ფარგლებში, ვარშავის ტექნოლოგიური უნივერსიტეტისა და საავიაციო უნივერსიტეტის ავიაკლუბებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის მიზანია ქართველი და პოლონელი ახალგაზრდების ჩართულობით ერთობლივი პროექტების დაგეგმვა და განხორციელება.

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში სტუდენტთა სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია ყოველწლიურად ტარდება. წელს პირველად, მასში მონაწილეობას უცხოელი სტუდენტებიც იღებენ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური