GE

საჩუქარი ილიაუნისგან – საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის მოსამზადებელი უფასო ინტენსიური კურსი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მაგისტრობის მსურველებს საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის მოსამზადებელ უფასო ინტენსიურ კურსს სთავაზობს.

კურსის აღწერა – კურსი ფარავს სამაგისტრო გამოცდით გათვალისწინებულ ყველა კომპეტენციას და შედგება 2 სესიისგან. თითოეული სესია ტარდება სხვადასხვა დღეს, მისი ხანგრძლივობა 3 საათი და 30 წუთია და მოიცავს 2 სასწავლო მოდულს. კურსის სრულად გავლის შემთხვევაში, თქვენ 2 დღის განმავლობაში დაფარავთ 4 სასწავლო მოდულს.

რაც შეეხება მეცადინეობების ჩატარების განრიგს, ილიას უნივერიტეტის ინფორმაციით,30 მაისიდან მეცადინეობები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდება ყოველ შაბათს და კვირას შემდეგი განრიგით:

სესია 1

  • მოდული 1 – წაკითხულის გააზრება-მონაწილეები ტიპური, მაღალი სირთულის მქონე ტექსტების მაგალითზე გაეცნობიან ტექსტის სწრაფად და ეფექტურად დამუშავების სტრატეგიებს და კითხვებზე სწორი პასუხის მიგნების საშუალებებს.
  • მოდული 2 – ანალიტიკური წერა- სამაგისტრო პროგრამებისა და მიმართულებების გათვალისწინებით, განიხილება რამდენიმე ტიპის ესეს სტრუქტურა და წერის პრინციპი. მონაწილეები გაეცნობიან ესეების შესწორების კრიტერიუმებს და შეეცდებიან, თავად გაასწორონ ნებისმიერი ესე და კრიტერიუმების შესაბამისად დათვალონ ქულები.

ჩატარების დრო: შაბათი, 19:00 საათი / ხანგრძლივობა: 3 საათი და 30 წუთი  

სესია 2

  • მოდული 3 – ლოგიკური მსჯელობა –ტრენინგის ფარგლებში გარჩეული იქნება 50 ამოცანა. მსმენელები გაეცნობიან ამოცანების ამოხსნის ხერხებს და, ათვისებული მიდგომების გათვალისწინებით, თავად (ტრენერის დახმარებით) ამოხსნიან მსგავს ამოცანებს.  
  • მოდული 4 – რაოდენობრივი მსჯელობა-მონაწილეები გაიხსენებენ მათემატიკის საბაზისო მინიმუმს, რომელიც გამოყენებულია საგამოცდო ტესტებში, და, ათვისებული მასალის გამოყენებით, ამოხსნიან (ტრენერის დახმარებით) 40 ამოცანას.

ჩატარების დრო: კვირა, 12:00 საათი / ხანგრძლივობა: 3 საათი და 30 წუთი

თუ გსურთ, გაიაროთ საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის მოსამზადებელი უფასო ინტენსიური კურსი და წარმატებით ჩააბაროთ გამოცდები, შეავსეთ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა და ჩვენ დაგიკავშირდებით.

დამატებითი ინფორმაციისთვის: 

pr@iliauni.edu.ge

www.iliauni.edu.ge

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური