GE

საჯარო სკოლები სააღდგომოდ 28 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით დაისვენებენ

საქართველოს საჯარო სკოლები აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით ექვსი დღის განმავლობაში დაისვენებენ.

როგორც EDU.ARIS.GE– ის საქართველოს გნათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განუცხადეს, საჯარო სკოლის მოსწავლეები ხუთშაბათს, 28 აპრილს სკოლაში უკვე აღარ გამოცხადდებიან. ისინი 3 მაისის ჩათვლით დაისვენებენ და სასწავლო პროცესს ოთხშაბათს, 4 მაისს დაუბრუნდებიან.

რაც შეეხება საბავშვო ბაგა–ბაღებს, როგორც დედაქალაქის მერიაში განგვიცხადეს, სააღმზრდელო პროცესი მხოლოდ 29 აპრილს და 2 მაისს არ იწარმოებს.

რაც შეეხება კერძო სკოლებსა და საბავშვო ბაღებს, დასვენების დღეებს ისინი ინდივიდუალურად განსაზღვრავენ.

სამინისტრო: მე–12 კლასელების მიერ სკოლაში გაცდენილი საათები 20 აპრილიდან აღარ იანგარიშება

საინტერესო ინფორმაცია საჯარო და კერძო სკოლების შესახებ მშობლებისთვის და არამხოლოდ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური