GE

საჯარო სკოლების ავტორიზაციის ვადა 5 წლით გახანგრძლივდება

საჯარო სკოლების ავტორიზაციის ვადა ხუთი წლით გადაიწევს. შესაბამისი ცვლილება „ზოგადი განათლების შესახებ კანონში“ მინისტრთა კაბინეტმა ბოლო სხდომაზე  მიიღო. აღნიშნულ საკითხზე Aris.ge-განათლებას განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ესაუბრა.

,,ზოგადი განათლების შესახებ კანონში შედის ცვლილება. საჯარო სკოლების ავტორიზაციის ვადა გადაიწევს, გახანგრძლივდება ხუთი წლით.  ეს პერიოდი საჭიროა სასკოლი ინფრასტრუქტურის შესასწავლად. წინ მაგალითი იყო, რომ მოხდა კერძო სკოლების ავტორიზაციის პროცედურების დასრულება. კერძო სკოლები ბევრად ნაკლებია. საჯარო სკოლა კი 2085 გვაქვს. თქვენ იცით, რომ სტანდარტების აწევას ვგეგმავთ. შესაბამისობაში უნდა მოვიყვანოთ პირველ რიგში ინფრასტრუქტურული რესურსი, ამას კი საფუძვლიანი შესწავლა სჭირდება. გავაკეთეთ გეგმა, პროცესი დაწყებულია, ვვარაუდობთ, რომ ეს პროცესი დასრულდება ხუთ წელიწადში და არა დღეს და ხვალ,“– განაცხადა თამარ სანიკიძემ Aris.ge-განათლებასთან საუბარში.

ცნობისთვის,  ავტორიზაცია არის საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების პროცედურა, რომლის ფარგლებშიც მოწმდება დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამების, მატერიალური და ადამიანური რესურსების შესაბამისობა სახელმწიფოს მიერ დადგენილ სტანდარტებთან.

ეკა არის© წივწივაძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური