GE

საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებლებისთვის კონკურსი გამოცხადდა

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი აცხადებს საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებლების კონკურსს შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში მდებარე ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში (CERN – Organisation Européenne pour la Recherche Nucléaire) ერთკვირიან სტაჟირებაზე გასაგზავნად.

მასწავლებლის სახლის ინფორმაციით, კონკურსის შედეგად შეირჩევა ფიზიკის ათი საჯარო სკოლის მასწავლებელი. მათი სტაჟირების დაფინანსება განხორციელდება სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინოს 27 აპრილიდან 15 მაისის ჩათვლით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@tpdc.ge.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიყევით ბმულს

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური