GE

საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 25 თებერვალს დაიწყება

საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია ხვალ, 25 თებერვალს დაიწყება და 17 მარტს 18:00 საათზე დასრულდება.

• მაგისტრანტობის კანდიდატები რეგისტრაციას გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გაივლიან (www.naec.ge; online@naec.ge). ინტერნეტით რეგისტრაციისათვის მაგისტრანტობის კანდიდატს უნდა ჰქონდეს პირადობის მოწმობა, მან ასევე უნდა გადაიხადოს გამოცდაში მონაწილეობის საფასური.

• 2015 წლიდან საერთო სამაგისტრო გამოცდაზე, მიმართულებების მიხედვით, შეთავაზებული იქნება სამი სხვადასხვა – A, B და C ტიპის ტესტი. მაგისტრანტობის მსურველმა რეგისტრაციისას მისთვის სასურველი ტიპის ტესტი უნდა აირჩიოს.

• A, B და C – ტიპის ტესტებიდან თითოეული, ისევე, როგორც გასულ წლებში, ოთხ ნაწილს მოიცავს. ეს ნაწილებია: წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა, ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა.

• სახელმწიფო დაფინანსება საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგის მიხედვით განაწილდება.

იხილეთ სამაგისტრო პროგრამების ჩამონათვალი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური