საჯარო სკოლების დირექტორთა შესარჩევი კონკურსი დაიწყო
საქართველოს განთლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე საჯარო სკოლების დირექტორთა შესარჩევი კონკურსის მიმდინარეობას დაესწრო. სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი კონკურსს 2011 წლის 4 აპრილის ჩათვლით ჩაატარებს. მასში მონაწილეობას თბილისიდან და რეგიონებიდან 3000-მდე მსურველი მიიღებს.
საჯარო სკოლების დირექტორთა შესარჩევი კონკურსი 2 ეტაპად ჩატარდება: კომპიუტერული ტესტირება და გასაუბრება. ტესტირებას ყოველდღიურად 4 ნაკადი გადის. კონკურსის მიმდინარეობას 16 დამკვირვებელი აკონტროლებს. მსურველების რეგისტრაცია 25 თებერვლიდან 20 მარტამდე ელექტრონულად განხორციელდა.
ორეტაპიანი კონკურსის შედეგად შერჩეული პირები სპეციალურ სერტიფიკატებს მიიღებენ, რის საფუძველზეც, მათ დირექტორობის უფლება 7 წლის ვადით მიენიჭებათ. სკოლებში ვაკანტურ ადგილებზე მათი წარდგენა კი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების საფუძველზე მოხდება, რის შემდეგაც თითოეული კანდიდატის არჩევაზე გადაწყვეტილებას სკოლის სამეურვეო საბჭო მიიღებს.
საჯარო სკოლების დირექტორთა შესარჩევი კონკურსი კომპიუტერული ტესტირების გამოყენებით და დირექტორის სტანდარტზე დაყრდნობით წელს პირველად ტარდება. კონკურსში მონაწილეობის მიღება ნებაყოფლობითია.
- საკადრო ცვლილებები განათლების სამინისტროს მსხვილბიუჯეტიან უწყებაში by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
- მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში განაცხადების მიღება 22 აპრილიდან დაიწყება by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
- ჩაინიშნა სკოლის დირექტორობის კანდიდატების ტესტირება – ქცევის წესები და დეტალური ინსტრუქცია by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო