GE

საკლასო დაკვირვების ნაწილთან დაკავშირებით პედაგოგებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრში საკლასო დაკვირვების ნაწილთან დაკავშირებით პედაგოგებთან სამუშაო შეხვედრაზე იმსჯელეს.

ამჯერად, ცენრტის წარმომადგენლები თბილისის მასწავლებლებს შეხვდნენ და მათთან ერთად საკლასო დაკვირვების ნაწილის ძირითადი პრინციპები და შეფასების კრიტერიუმები განიხილეს.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საკლასო დაკვირვების პროცესი საქართველოს საჯარო სკოლებში 2016 წლიდან ამოქმედდება და ის მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლისათვის.

საკლასო დაკვირვების ფარგლებში გათვალისწინებულია მასწავლებლის მიერ ჩატარებულ გაკვეთილებზე დაკვირვებისა და ანალიზის გზით პედაგოგიური უნარების შეფასება.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის მიხედვით, საკლასო დაკვირვების ნაწილი უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე პედაგოგებმა უნდა გაიარონ.

პედაგოგების მოსაზრებების გაცნობის, მათი ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით, პედაგოგებთან ასეთი შეხვედრები ქვეყნის მასშტაბით შედგება.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური